კრიზისული თვე, ანუ რა მიხარია?


დღეს ჩემებთან ვიყავი…

ბოლო რამდენიმე დღეა, რაც ნელ-ნელა მიტევს ის საშინელი ჭია, რასაც დეპრესია ქვია. რაც დრო გადის, ის უფრო და უფრო ღრმავდება და თანდათან გადადის საშემოდგომო დეპრესიაში. მსგავსი რამ ადრეც მქონია და ახლაც, წინა გამოცდილებების გათვალისწინებით, იმედი მაქვს, რომ მალე გამივლის. უფრო სწორად, მქონდა ამის იმედი. მაგრამ ყველაფერი ისე მარტივად არ გამოვიდა, როგორც მე მეგონა.

ხანგრძლივი დაკვირვებით დავადგინე, რომ ჩემი განწყობა, სხვა ბევრ ფაქტორთან ერთად, ჩემს ფინანსურ მდგომარეობაზე პირდაპირაა მიბმული. ფინანსური მდგომარეობა კი, რბილად რომ ვთქვათ, არც ისე სახარბიელო მაქვს, მოცემულ მომენტში. ხელფასის დაპირებული მომატება, რომელზეც მქონდა თითქმის ყველა ჩემი გეგმა აწყობილი, ამ თვეში არ იყო, რასაც დაემატა საბას არანაკლებ მოულოდნელი გადაწყვეტილება – ცალკე გადავიდა საცხოვრებლად. საბას გადასვლამ და ჩემმა გაუზრდელმა შემოსავალმა დამტოვა პირისპირ იმ ფინანსური კრიზისის წინაშე, რომელშიც ახლა ვარ. შესაბამისად მორალურმა კრიზისმაც არ დააყოვნა.

მარტივად რომ ვთქვა – გადასახადები ბევრია, ფული კი ცოტა. ბინის ფულს რომ თავი დავანებოთ, მარტო დომეინებში და ჰოსტინგებში იმდენი მაქვს გადასახდელი, რომ შემდეგ თვემდე მარტო ამ საიტების ცქერით მომიწევს გაძღომა, რაც ძალიან არ მინდა. ფეისბუქზე განცხადებაც დავდე, რომლითაც ახალ ფლეტმეიტს ვეძებდი, თუმცა ის, რაღა თქმა უნდა, უპასუხოდ დარჩა. ის კი არა, დღეს უტყუარი მეთოდიც შევიმუშავე, რომლითაც რულეტკაზე ასპროცენტიანი მოგება შემიძლია ვნახო, თუმცა გამოსაცდელად საწყისი ფული მინდა.

ასეა თუ ისე, ორიოდე დღეც გავძლებ ასე და მერე თუ არ გამოჩნდა ვინმე, ვინც თანახმა იქნება ჩემთან ერთად ბინა და მასთან დაკავშირებული ხარჯები გაიყოს, გადავალ ისევ იქ, სადაც ამდენი ხანი ვცხოვრობდი, ამ ბინას კი გავუშვებ ქირაზე, ნახუი.

პ.ს. როდესაც ამ პოსტზე ფიქრი დავიწყე, ჯერ კიდევ გზაში ვიყავი და სახლისკენ მოვექანებოდი. დღეს ჩემებთან ვიყავითქო, რომ ვთქვი, დღევანდელი ტაბულა მივუტანე და წამოსვლის წინ მატრიცა გამეძრო ტელევიზორში. მაგით გამხნევებული ამოვვარდი, ჩავრთე კომპი აღტკინებულმა, თითქოს ყველაფერი მარტივად მომეჩვენა, პირზე ღიმილით დავიწყე პოსტის წერა, მაგრამ მერე  რომ დავფიქრდი – რა მიხარია?

Advertisements

”მე მინდა რომ ქმარმა მარჩინოს”


ბევრი ქალისგან გამიგონია, რომ მათ უნდათ ქმარმა ისინი არჩინოს. თვით ტერმინი ”რჩენა” თავის თავში უკვე შეიცავს დამამცირებელ ნოტებს, ჰოდა ვიფიქრე, ვიფიქრე და ჩამოვაყალიბე ფორმულა, რას ნიშნავს ქმრის ნარჩენი ქალი.

მაშ ასე ქმარი, ფიზიკური სიდიდე, მთელი თვის განმავლობაში ”მუხლჩაუხრელი”  შრომის შედეგად როგორც იქნა მივა იმ დღემდე, რომელსაც ყველა ელოდება მთელი თვის განმავლობაში, ანუ აიღებს ხელფასს. ხელფასიდან 100 მწვანეს მაშინვე გადადებს ”შავი დღისთვის”, შემდეგ გადაურეკავს თავის ორიოდ უახლოეს ძმაკაცს და საზეიმო ტონით აცნობებს მათ ”შავი დღის დადგომას”. ძმაკაცები გადახედავენ ფონდს, აიღებენ თავიანთი შავი დღეებისთვის გადადებულ ას-ას მწვანეს და ისინი მეგობრულად და შეხმატკბილებულად მიდიან უძველეს პროფესიონალებთან, ხალხურად ბოზებთან.

ნაგულავები, შეზარხოშებული და კარგ ხასიათზე მოსული ქმარი სახლში გამთენიისას (არ არის აუცილებელი იმავე დღის გამთენიისას, გააჩნია ფული რამდენზე ეყოფათ) ბრუნდება, მის მოლოდინში ღამენათევ ცოლს ფულს მიუყრის, ”შემდეგ თვემდე იმყოფინეო” მიაძახებს, ერთსაც მიაგინებს, სადილი ცხელი რატომ არ არისო და მკერდის ფხანა-ფხანით მიაშურებს საწოლს. უკვე ნახევრად ძილბურანში მყოფი ერთს ამოიგმინებს ”ქალო ბავშვი გააღვიძე, პიანინოზე უნდა დავაკვრევინოო”, ცოლის პასუხზე, რომ მათ პიანინო არ აქვთ, ერთსაც კიდევ მიაგინებს გემოზე და ხვრინვას ამოუშვებს.

ეს გინდათ, დავიჯერო? spy