ვირუსი


მაშ ასე, ქალბატონებო და ბატონებო, როგორც იქნა დადგა 29 მაისი, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთადერთი დღე დარჩა იმ ღირსშესანიშნავ მოვლენამდე, რასაც ქვია ”Lost City open air party“, რომლისთვისაც მართალი რომ ვთქვა, ჯერ არ გამიმზადებია ტრეკლისტი ბოლომდე, თუმცა ყველაფერი მაინც კარგადაა. ამინდის პროგნოზის მიხედვით ხვალ კარგი ამინდი უნდა იყოს, მზიანი და თბილი, ასე რომ ძუძუსთავები მიკანკალებს უკვე მოუთმენლობისგან.

Cosmic Sun

რაც შეეხება დიდ პროექტს, რომელიც მე და მროველამ დავიწყეთ ამასწინათ და დავაანონსე კიდეც აქ [In  sci-fi we trust] – პროგრესი არის, მაგრამ იმაზე გაცილებით ნელი, ვიდრე მე ველოდი და მინდოდა რომ ყოფილიყო. ჯერჯერობით, პირველ შეხვედრაზე დავწერეთ საერთო გეგმა, შევთანხმდით, რომ ეს იქნება ნოველა, დავყავით თავებად და დავინაწილეთ ეს თავები, რომლებზეც უნდა ვიმუშაოთ ცალ-ცალკე და შემდეგ ყოველდღე თუ არა დღეგამოშვებით მაინც შევაჯეროთ ერთმანეთთან. თუმცა ზუსტად ამ შეჯერების პროცესში გავიჭედეთ, რაღაც ენთუზიაზმს ვერ ვატყობ ამხანაგ მროველს, რაც ჩემზეც შესაბამისად მოქმედებს და გულს მიკლავს. მაგრამ არაუშავს, ჩვენ მაინც გამოგვივა ის, რაც დავიწყეთ, მიუხედავად ჩვენს მიერ ერთობლივად დაწყებული და შემდეგ ამავე მიზეზით ჩაძირული პროექტების სიმრავლისა.

აბა ხვალამდე, ვინც მოდის და ვინც არ მოდის. ოღონდ იცოდეთ, ბევრს კარგავთ არწამომსვლელები :) რაც შეეხება პოსტის სათაურს – ვირუსი გვჭირს ალბათ, ნიუდაჩის ვირუსი.

Advertisements

ფოტოსესიის შედეგები


როგორც ამ რამდენიმე პოსტის წინ ავღნიშნე, მე და მროველი ვიყავით კუს ტბის მიდამოებში ასულები (ვაჟებიც) და გაზაფხულის სურნელით დამტკბრები ბუნების სურათებს ვიღებდით. ვინაიდან და რადგან მე გადაღების არაციფრული საშუალება მქონდა, ამიტომ სურათები მხოლოდ ახლახანს ჩავიგდე ხელში, სანამ დავასკანერებდი ფირს… ასე რომ მინდა წარმოგიდგინოთ რამდენიმე მათგანი. სურათებზე ქოფირაითი დაცულია და დამრღვევს მეხი დაეცეს :D მაშ ასე, დავიწყოთ. (სურათების სრული ზომით სანახავად დააჭირეთ ზედ)

მროველი კამერით:

მროველი კამერით

Continue reading “ფოტოსესიის შედეგები”

დოგმაფილია-ახალი შოუ


პატარა ანონსი მინდა შემოგთავაზოთ ახალი შოუსი, რომელიც კეთდება ”ქრაუ პიქჩერზის” კალთის ქვეშ, ესაა ”დოგმაფილია”. რა არის ეს? ციტატა:

როგორც მოგეხსენებათ, ქართული ენა ძალიან მდიდარია სხვადასხვა ფრთიანი გამოთქმებითა თუ ანდაზებით, რომელთა ჭეშმარიტებაში ეჭვიც არავის შეაქვს, მაგალითად ”ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო”. მაგრამ ასეა თუ არა, მართლა შესაძლებელია თუ არა ერთი თხილის გულის ცხრა ძმაზე გაყოფა, ეს არავინ იცის, ან თუნდაც ერთნაირად ”მოეფინების” თუ არა მზე ვარდსა და ნეხვს. ამ ყველაფრის შემოწმება, დამეთანხმებით რომ აუცილებელია…

Crow Pictures” წარმოგიდგენთ შოუს ”დოგმაფილები”, რომელშიც ორი დოგმაფილი, ყვავა და მროველა, მოახდენენ სასწაულებს, გადატრიალებას ერის აზროვნებაში და მეცნიერულად შეამოწმებენ ყველა იმ მითის რაობას და სიმართლეს, რომელიც ტრიალებს ხალხში, თუნდაც ერთი მარგალიტი რომ ავიღოთ – ”გრუზინსკი ხუი ბეტონ ლამაეტ”… რას და როგორ გატეხავს ”ქართული ხუი”, მაგას თქვენი თვალით იხილავთ.

ამ ყველაფერს ექნება შოუს სახე, რომლის პირველი სერიის გამოსვლაც დაგეგმილია ”სექტემბერსა პირველსა, 2008” და ამის შემდეგ ყოველ ორშაბათს თქვენი თვალით შეგეძლებათ იხილოთ მორიგი დოგმის მსხვრევა ან თუნდაც დამტკიცება. მანამდე კი იხილეთ საპილოტო-საანონსო სერია, სადაც უბრალოდ ხდება ამ ყველაფრის წარდგენა.

შოუს შესახებ დაწვრილებით თუ გინდათ გაიგოთ ყველაფერი,  ცხადია ”ქრაუ პიქჩერზის” ბლოგი უნდა მოინახულოთ, ასევე ცხადია მისამართზე – http://crowpictures.wordpress.com ხოლო ახალი სერიების და განახლებიბის გამოსაწერად კი დაგჭირდებათ ეს ლინკი: http://crowpictures.wordpress.com/feed გამოიწერეთ, დაგჭირდებათ :)

ლინკბექი პოსტზე:http://crowpictures.wordpress.com/2008/08/26/dogmafilia-pilot/