BigCrow – Sun Set


წარმოგიდგენთ ჩემს ახალ მიქსს, სახელად ”Sun Set”. ეს მიქსი გავაკეთე ფსაი.ჯი-ს დიჯეების კონკურსში მონაწილეობისთვის და მინდა რომ თქვენც წარმოგიდგინოთ. სხვა მიქსებისგან განსხვავებით ამას კავერიც გავუკეთე :)

bigcrow-sunset-cover 

 

 

ხანგრძლივობა – 35:21
ბიტრეიტი – 160
ზომა – 40 მბ 

ტრეკლისტი: 

1. talamasca – sinai
2. vibe tribe – zimba
3. disorder – Disorder abstract
4. Basic nova – Fenix
5. Astrix – Dali colors band
6. mushroom – heaviweight
7. sirius isness – radar detection

ეს კი გადმოსაწერი ლინკი 

ჩემი თხოვნა იქნება, რომ დაწეროთ თქვენი შთაბეჭდილებები და ასე თუ ისე შეაფასოთ კიდეც, ვინაიდან და რადგან ეს ძალიან დამეხმარება განვითრებაში და სწორი მიმართულებით წასვლაში. Yo.

Advertisements

დარდიმანდი-კლიპის პრეზენტაცია


ჯგუფი ”დარდიმანდი” შემადგენლობით ყვავა და შო წარმოგიდგენთ სიმღერას ”ლოთიანი” და ოფიციალურ კლიპს მასზე. სიმღერა არის დარდიმანდული ხასიათის და რეკომენდებულია განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ასე ენატრება ძველი დრო და რესტორნის დვიჟენია. ასევე კარგი იქნება, თუ მოუსმენენ ახალი თაობის წარმომადგენლებიც, რათა იგრძნონ ის სული, რაც ჩვენს მამებს ამოძრავებდა მაშინ…

კლიპი მოპოვებულია ქართული კინოფილმის ვიდეოარქივში, მისი ჩასმა თავის დროზე დაგეგმილი იყო ფილმში ”საბუდარელი ჭაბუკი”, მაგრამ როგორც ჩანს საბჭოთა ცენზურამ დაბლოკა და იმის შემდეგ წლების განმავლობაში იდო არქივის თაროებზე და მტვერი ედებოდა, სანამ შემთხვევით არ აღმოაჩინა ერთმა კეთილმა ქალბატონმა, რომელიც ამავე დროს არის ბიძაჩემის მეზობელი და იცის რა, რომ გატაცებული ვარ ასეთი სტილის შემოქმედებით, გამოატანა ჩემთან. რაღა თქმა უნდა, რომ კინოფირიდან ციფრულ ფორმატში გადატანა არ იყო ადვილი საქმე, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით და მინდა წარმოგიდგინოთ.

სიმღერაზე და კლიპზე ყველა საავტორო უფლება დაცულია და ეკუთვნის შოს, ყვავას, Crow Records -ს და Crow Pictures -ს. ახლა კიდე ვიდეო:

link: http://vimeo.com/3253483

Update: ვიდეო უკვე YouTube-ზე:

link: http://www.youtube.com/watch?v=u6JLVpL3A24

რამდენს გადაიხდი – არტიდეასთვის


Infecter Mushroom – Tasty Mushroom (sound track)

…ბნელა, დახუთული და ნესტიანი ჰაერია, უცნაური სუნით გაჟღენთილი, სუნი ოფლის, ალკოჰოლის, ქალის, კაცის და ეს ყველაფერი ერთმანეთში აზელილი. სიბნელეს ხანდახან ელვა კვეთს და წამით ჩანს სახეები, წაშლილი, დამახინჯებული, არაადამიანური, ორ-ორი ცხვირებით და უცნაური, თითქოსდა არაბუნებრივ ადგილას ამოსული მესამე თვალებით. ვაკვირდები გარშემო ყველაფერს და ვატყობ, რომ სიბნელე ნელ-ნელა ქრება, ვარდისფერი, სქელი და წებოვანი ნისლით ივსება გარემო… მე ვცდილობ წამოვდგე, მაგრამ რომელიღაცა ორცხვირა და სამთვალა დემონი მეჯახება და უფსკრულში ვვარდები…

…მწვანე ბალახზე ვწევარ პირქვე, თუმცა ვერ ვარჩევ, მართლა მწვანეა თუ არა ბალახი, იმდენად ახლოს მაქვს სახესთან, მაგრამ რადგანაც სუნი ბალახის აქვს და ბალახი მწვანეა, ალბათ ეს ბალახიც მწვანე იქნება. ასე რომ მწვანე ბალახზე ვწევარ პირქვე, თუმცა ნამდვილად ვერ ვხვდები, ვწევარ თუ არა, სხეულს ვერ ვგრძნობ, მაგრამ რადგანაც ცხვირთან ასე ახლოს ვგრძნობ ბალახის სუნს, ე.ი. ზედ ვწევარ, პირქვე…

თვალები გავახილე და გადმოვბრუნდი, ცოტა ხანს გაოცებული ვუყურებდი ცას და თვალებს ვაფახულებდი, მერე კი ჩამეცინა – ცის ადგილას ზუსტად ისეთი ბალახი იყო, როგორზეც მე ვიჯექი, გარშემო მთლიანად ბალახისფერი სამყარო იყო… და ეს საოცარი ბალახის სურნელი… Continue reading “რამდენს გადაიხდი – არტიდეასთვის”

სამყაროთა გასაყარზე ვარ


ძილის პრობლემები მაქვს, აგერ უკვე კაი ხანია, არ მეძინება რამდენიც არ უნდა ვეგდო საწოლში… ამიტომ გადავწყვიტე ტრაკნვკილიზატორული მკურნალობა. შველის, დალევ ერთ ტაბლეტს, ანხევარი საათი დაფრინავ, მსუბუქრები, აზრებიტანდატან უფრო და უფრო ნელა მოდიან, ერთმანეთში ითქვიფებიან და ტანის მსუბუქ რხევას უერთდებიან.

დღეს ექსპერინემტი ჩავატარე, ორი ცალი დავლიე. მე მესმის გაგარინის ძახილი, ახლახანს ჩამიფრინა გვერზე, იქვე ტერეშკოვაც… ახანკალებული ხელებით გადმოვიღე თუთუნი, ქაღალდზე დავყარე და შევახვიე…

ახლა ვზივარ, ჩემს რაკეტაში, კვამლით გარემოცული, გერმანული თუთუნის კვამლით, კრის ბოტის საქსაფონი ჩამმღერის ყურში და ვფიქრობ – დავბრუნდე ამ ბინძურ სამყაროში თუ გავაგრძელო ფრენა იქეთ… ვარსკვლავებისკენ?

საქსაფონი მიჩუმდა… რაკეტა უწონადობაში გავიდა… წავედი მეც…