Filled Tattoo


მოგეხსენებათ, რომ გასული წლის 22 დეკემბერს გავიკეთე ”საახალწლო ტატუ”, უფრო სწორად ნახევარტატუ, მხოლოდ კონტური. იმის მერე სამ თვეზე მეტი გავიდა, მე კი ვერაფრით მოვაბი თავი, რომ გამეფერადებინა და დამთვრებული სახე მიმეცა.

დღეს ადრე მოვედი სამსახურიდან, თან მხნეობისთვის მროველაც წამოვიყოლე. მთელი პრობლემა იმაში იყო, რომ მარტოს მეზარებოდა ხატვა, რომ წარმოვიდგენდი, რომ ორი საათის განმავლობაში უნდა მექაქუნებინა აპარატი, სიზარმაცე მიპყრობდა. ასეა თუ ისე, მროველას და შემდეგ უკვე ლილიანის მორალური მხარდაჭერით და ორსაათიანი ბზზზ-თი ჩემს მშვენიერ და საყვარელ ხელს უფრო მშვენიერი და საყვარელი ნახატი შევძინე.

ახლა კი იხილეთ თავად ისიც, ახალგაკეთებული და ჯერ კიდევ ვაზელინწასმული:

აი ისიც, იცნობდეთ და გიყვარდეთ
Advertisements

საახალწლო ტატუ


მოგეხსენებათ ახალი წელი მოდის. ყოველ შემთხვევაში იმედი გვაქვს, რომ მაქამდე ვიცოცხლებთ. ასეა თუ ისე, ამ ღირსშესანიშნავ თარიღს აუცილებლად უნდა აღნიშვნა. ჰოდა მეც ავღნიშნე ახალი, საახალწლო ტატუთი, ამჯერად ჩემს საკუთარ სხეულზე.

ბევრი ფიქრი არც დამჭირვებია, მომეწონა სურათი, ამოვბეჭდე, გაგავიტანე ხელზე და შემოვაკონტურე. ახლა ვუყურებ და სიყვარულით ვივსები, ჯერ ამ ნახატისადმი და მერე საკუთარი თავისადმი. მე ხომ სრული საფუძველი მაქვს ეს ტატუ ორმაგად მიყვარდეს – როგორც ჩემი ახალი ტატუ და როგორც ჩემი დახატული ტატუ.

მოკლედ, სიტყვა რომ აღარ გავაგრძელო, წარმოგიდგენთ ამ შედევრს. ისევე როგორც ფეხზე, ალბათ ამასაც გავაფერადებ, ოღონდ ცოტა მოგვიანებით. ჰო, ცოტა ისეთი ფოტოა, რომ ძნელი გასარჩევია ადგილი, ამიტომ მე გეტყვით – ეს არის მარცხენა ხელი, იდაყვიდან მაჯამდე, ზედა მხრიდან.

related: https://bigcrow.ge/?s=tattoo