ღამის ჰედლაინები


ღამის ორი საათია თითქმის ახლა, 7 მაისი და მე წამოწოლილი ვზივარ კომპის წინ. მინდა რაღაცეები დავწერო იმაზე, რაც ხდება და ა.შ., მაგრამ ჯერ ერთი მთელი დღის განმავლობაში სახლში არ ვყოფილვარ, შესაბამისად სმუტნად ვიცი რაც ხდება და მერეც მეორე და უფრო მთავარი – მკვდარივით დაღლილი ვარ და უსაშინლესად მეზარება შესაბამისად. ამიტომ ავდგები და ფორუმის პოლიტიკის განყოფილების თემების სათაურებს დავაგდებ, იყოს მაინც ისტორიისთვის, დაფიქსირდეს ლოგებში:

forum

ერთი რაც ვნახე ისაა, რომ ჩეფჩიკასთვის და გრეჩიხასთვის თავი გაუტეხიათ. ნუ ნუ, კარგი დასაწყისია, იხტუნავეს და მიიღეს. ყველა მოხტუნავე მიიღებს…

Advertisements

Crow Pictures – Blog


როდესაც კოლუმბია პიქჩერზი დაარსდა, მაშინ არ არსებობდა ინტერნეტი და შესაბამისად არ იყო საშუალება ბლოგის წარმოებისა. გავიდა დრო და ახლა ჩვენ გვაქვს მრავალი ლამაზი და მოსახერხებელი ინსტრუმენტი, რათა შევქმნათ ონლაინ ბლოგები, თანაც არაერთი, არამედ… არამედ ბევრი, იმდენი რამდენიც გულს გაეხარდება.

ასეა თუ ისეა, მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ახალი ბლოგი, რიგით მეათე ჩემს მიერ წარმოებული ბლოგების სიაში (მაინც წამომცდა  ). ეს არის სამოყვარულო სტუდიის ”Crow Pictures” -ის ონლაინ დღიური. არაფერი ისეთი, განსაკუთრებული, ჯასთ ენაზერ ვორდპრეს ბლოგ, როგორც იტყოდა თავად ვორდპრესი, ქართულად კი უბრალოდ ნიუსები იქნება, ახალი ფილმები, ან უბრალოდ გაერთობა კაცი რა. და რაოდენ გასაოცარია, რომ მისი მისამართი ასე ემთხვევა მისსავე სახელს, პირდაპირ გაოცებას ვარ მიცემული. და ეს მისამართია CrowPictures.Wordpress.com .

ძალიან კარგი, გადასარევი, პრეზენტაცია შედგა, ველქამ თუ აურ ბლოგ, ასე ვთქვათ, შემოიარეთ ხოლმე და დატკბით, ან თუ შემოვლა დაგეზარებათ, უბრალოდ გამოიწერეთ ბლოგი და ნიუსები ავტომატურად მოგივათ RSS  რიდერზე. გამოსაწერი ლინკი აგერაა: http://crowpictures.wordpress.com/feed უბრალოდ დააჭირეთ და ეგაა.

მოკლედ, გელით რა )

3 GB სპეისი


ვაშა ამხანაგებო.

მოგეხსენებათ, რომ წორდპრესზე ფაილების ასატვირთი ადგილი ფრიად შეზღუდული იყო, სულ რაღაც 50 MB, რაც რათქმაუნდა არაფერს არ ეყოფოდა. ამიტომაც მიწევდა (გვიწევდა) სურათების სხვადასხვა ჰოსტებზე დაწყობა და პოსტებშჳ ისე გამოყენება.

ამ ორიოდე დღის წინ კი შევამჩნიე პატარა ნიუსი, პანელის მარჯვენა მხარეს, რომელიც ამაყად და დიდი ზარზეიმით გვაუწყებდა, რომ ადგილი გაიზარდა 3 გეგამდე და თან დაგინებაც მოყვებოდა – ასე იქნება ეს სულო. ხოდა თუ იქნება და რა ჯობია მაშინ ამას :-)

აი იმასაც თუ გაასწორებენ, რომ პოსტის წერის გვერდმა ოპერაშიც გამართულად იმუშავოს და არ ატრაკოს ყოველ წუთას, ვაბშემც მაგარი იქნება :)

Droopy happy