წინ, გამარჯვებისკენ!


მოგესალმები სამყაროს მოცუცქნული ნაწილის კიდევ უფრო მოცუცქნული ქვეყნის მოსახლეობავ, ეროვნების, აღმსარებლობის და სხვა სისულელეებისგან დამოუკიდებლად. მინდა სიამაყით გამცნოთ, რომ აგერ უკვე ექვსი დღეა, რაც ჩემი პირიდან ბოლი არ გამოსულა და შესაბამისად არც ჩასულა.

სამაგიეროდ ოფლი კი საკმაოდ გამდის ეს დღეებია, ვინაიდან და რადგან გემახსოვრებათ, ალბათ, რომ რაგბიზე შევედი ამ კვირის დასაწყისში. მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიშები ერთი შეხედვით არაა რთული და დამღლელი, ჩემი ფიზიკურ აქტივობას გადაჩვეული ორგანიზმისთვის ეს საკმაოდ შოკისმომგვრელი რამაა. თუმცა მე არ მეცოდება ჩემი თავი,  პირიქით, მეტის ღირსიცაა, უნდა დაყაროს მთელი ბიჩოკები და ღიპის მსგავსი ელემენტები, რითაც გამეტენა მთელი ორგანიზმი. არამგონია, რომ ამ სურათზე გამოსახული რაგბისტების დონეზე მივიდე, მაგრამ მე ხომ მიხარია, რაც მთავარია :)

ახლა გამოვზუმოთ ერთი პუნქტით და მთლიანად გადავხედოთ ამ კვირას. თვალში მაშინვე სამი ისეთი მოვლენა გვეცემა, რომელთა თანხვედრაც აუცილებლად თუ არა 90%-ით მაინც იმას ნიშნავს, რომ ცხოვრების სტილი რადიკალურად იცვლება. ამ სამიდან ორი თქვენ უკვე იცით – სიგარეტს თავი დავანებე და რაგბიზე შევედი, მესამე კი იმდენად ტრაკიგულია ჩემთვის, რომ ამ მომენტამდე ვერ ვუმხელდი ჩემს თავსაც კიდე – უმუშევარი დავრჩი. აი ასე, მარტივად და ხელის ერთი მოსმით.

ანუ ჩემი სამომავლო გეგმები ასეთი უნდა იყოს:

  • ახალი და უკეთესი სამუშაოს ძებნა
  • უსიგარეტოდ ცხოვრების გაგრძელება
  • კუნთების დაყენება და ზოგადად ვარჯიში
  • იმ ფაქტთან შეგუება, რომ იმ ინტენსივობით ვეღარც დავლევ

ეს პუნქტები, ვფიქრობ საკმარისია იმისთვის, რომ ”ახალი ცხოვრება”დაერქვას ამ ყველაფერს. ასე რომ Fully refreshed და წინ, გამარჯვებისკენ!

Advertisements

No Smoking – Day 2


მეორე დღეა სიგარეტს ვებრძვი და მეთოდიც შევიმუშავე თავისებური – ვლოგპოსტებით უნდა დავარეპორტო ყოველ ორ დღეში ერთხელ რა ხდება, რა სირთულეები და შესაბამისად რა სიამოვნებები აქვს სიგარეტზე თავის დანებებას. მეც გამომადგება სტიმულის ამბავში და სხვასაც – გამოცდილების გაზიარების ამბავში. მაშ ასე, გთავაზობთ მეორე დღის ამსახველ ვიდეოპოსტს:

link: http://vimeo.com/5375303

ან ალტერნატიული წყარო:

No Smoking area




სიგარეტს თავი დავანებე და მეტი ეფექტისთვის ვარჯიშს ვიწყებ, ”დევებში”. რამდენად გამოვა ჩემგან რაგბისტი არ ვიცი, მაგრამ მაინც კარგია. ეს ერჭოს ზემოთ, ხშირად რომ შემახსენოს ხოლმე თავი.