Dream City – epizode 1


…კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სიზმრების ქალაქში – მამცნო ქალის სასიამოვნოდ წვნიანმა ხმამ – ჩვენ ვიმყოფებით მეშვიდე განივი და მეორე გრძივი, ტროპიკული ზონების გადაკვეთაში. შეგახსენებთ, რომ სიზმრების ქალაქი დაარსდა 2147 წელს და გამორჩეულია თავისი ადგილმდებარეობით. იგი მდებარეობს მესამე მაგნიტური აგრიგლების ეპიცენტრში, რითიც არის განპირობებული მისი განსაკუთრებული თვისებები. Please head to the registration posts – რატომღაც ინგლისურად ჩაახუჭუჭა ხმამ და დადუმდა. სადღაც ქვემოთ, იატაკის ქვეშ რაღაცამ წვრილად დაუსტვინა, ვაგონი ოდნავ შექანდა და გაჩერდა.

ჩემი მცირე ბარგი ჯიბეში ჩავიდე და გარეთ გამოვედი. საოცარი ხედი გადამეშალა თვალწინ, თუმცა ჩვენს საუკუნეში ამაში უცნაური არაფერი იყო, ამიტომაც მშვიდად შევაბიჯე ესკალატორზე და დაბლა დავეშვი. ესკალატორი საჰაერო გზის მთავარი საგურიდან ქვემოთ, მიწასთან ჩადიოდა, სადაც სარეგისტრაციო პუნქტი იყო განლაგებული. მე მივედი ფანჯარასთან, კამერას ინსტიქტურად გავუღიმე და კარტა შევაცურე ჭრილში. ეკრანი მწვანედ აციმციმდა და “Registered” აინთო. მაშ ასე, დღეიდან მე ”დრიმ სითის” მოქალაქე გავხდი.

მართალი რომ ვთქვა, მაინც და მაინც არ მომიწევდა აქეთ გული, მშვენივრად ვცხოვრობდი და ვმუშაობდი ლითიუმის მომპოვებელ პლატფორმაზე ანტარქტიდის აწ უკვე გამლღვალ Continue reading “Dream City – epizode 1”