დღეს, შაბათს, საღამოს 10 საათზე კლუბ დივანში ფართის ვაკეთებთ. ისევე როგორც წინა ფართების ჩანაწერებს და მასალებს აქვე იხილავთ, სავარაუდოდ რამდენიმე დღეში. მანამდე კი პოსტერი:
და აქვე ფეისბუქის ივენთი. ვინც ვერ მოვა – ინანებს.
დღეს, შაბათს, საღამოს 10 საათზე კლუბ დივანში ფართის ვაკეთებთ. ისევე როგორც წინა ფართების ჩანაწერებს და მასალებს აქვე იხილავთ, სავარაუდოდ რამდენიმე დღეში. მანამდე კი პოსტერი:
და აქვე ფეისბუქის ივენთი. ვინც ვერ მოვა – ინანებს.
მოგეხსენებათ ალბათ, რომ 2011 წლის 13 აგვისტოს ალგეთში დიდი ფსაი ფართი გავმართეთ. ფართი დაიწყო საღამოს და დილამდე გაგრძელდა, თავის დენსებით, ფსიქოდელიური ატმოსფეროთი და ყველაფრით, რაც კარგ ფართის უნდა ჰქონდეს.
სულ ახლახანს კი აღმოვაჩინე, რომ ამ ფართის რაღაც ნაწილის ამსახველი ვიდეომასალა მქონია კომპიუტერში. მართალია ვიდეოები მხოლოდ მეორე დილის ვითარებას ასახავს, როდესაც ხალხი უკვე დაღლილი და მისავათებული კარვებსა და მის მსგავს ადგილებშია მისვენებული, მაგრამ ზოგადი ატმოსფეროსთვის, ვგონებ არ იქნება ცუდი მისი ჩვენება. მით უმეტეს, რომ ღამის მონაკვეთი, როდესაც დენსფლორზე ცეცხლი ენთო, ფოტოებით ვეცადე ასე თუ ისე გადმომეცა.
მაშ ასე, გთავაზობთ Aquarial Full Moon Party (ლინკი ივენთის last.fm-ზე) -ის ამსახველ ვიდეოს, უყურეთ, უსმინეთ და დატკბით ფსაი მუსიკით.
პ.ს. აქვე მცირედი ანონსის სახით გეტყვით, რომ ამა წლის 12 მაისისთვის იგეგმება ახალი ფსაი ფართის ჩატარება, რომლის დეტალებსაც ოდნავ მოგვიანებით შეგატყობინებთ. ახლა კი ვიდეო:
როგორც იქნა დადგა ის ნანატრი მომენტი, როდესაც მორიგი ფართი უნდა წარმოგიდგინოთ. რადგან ფართების სიმრავლით მაინცდამაინც ვერ დავიკვეხნით, ამიტომ თითოეული ახალი ივენთი ახალი სიხარულის და აღტკინების მიზეზია.
ამჯერად ივენტს ქვია ”Aquarial Full Moon Psychedelic Trance Party (ლინკი FB Event-ზე)” და ტარდება ალგეთის ტყეებში. ფართის წარმოგიდგენთ Georgian Psychedelic Commumity, რომელიც ამჟამად განხორციელებულია საიტ/ფორუმში Goa.ge (ყოფილი Psytrance.ge). რაღა თქმა უნდა თქვენი მონა მორჩილიც უკრავს, როგორც იტყვიან, დაღლამდე. ფართი შედგება 13 აგვისტოს, შაბათს და ტრადიციულად მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
რატომ 13 აგვისტო? თუნდაც იმიტომ, რომ შაბათია, სავსე მთვარე და ასევე მოსალოდნელია მეტეორული წვიმა, რომელიც ალგეთის ტყეების სუფთა ჰაერზე შესანიშნავად გამოჩნდება და ისედაც ფსიქოდელიურ ატმოსფეროს კიდევ უფრო გაამისტიურებს. ახლა კი გავყვები პროტოკოლს და ყველაფერს რიგრიგობით შემოგთავაზებთ – პოსტერს, ინფორმაციას დასწრების მსურველთათვის და ასე ვთქვათ, აგიტაციურ ვიდეოებს.
მანამდე კი ფართის ლაინაპი.
Main Stage:
Chillout Stage:
როგორც უკვე მოგახსენეთ, ფართი შედგება 13 აგვისტოს. ვინაიდან და რადგან ჩატარების ადგილად ავიღეთ ალგეთის ტყეები, რომელიც ცოტა არ იყოს და შორია თბილისიდან (50 კილომეტრამდე), ამიტომაც დამსწრე საზოგადოებისთვის გავითვალისწინეთ ტრასპორტირებაც, რომელიც შედის ბილეთის საფასურში. საიდან გავა ტრანსპორტი და ზუსტად როდის, ამას მოგვიანებით შეგატყობინებთ. ინფორმაციისთვის ასევე თვალი ადევნეთ ივენტის გვერდს ფეისბუქზე.
ბილეთის საფასური სულ რაღაც 10 ლარია, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ სპონსორი ვერ ვიშოვეთ. თუმცა მიღებული სიამოვნება გაცილებით აღემატება ამ თანხას, შესაბამისად ყველანი ნასიამოვნები დარჩებით. თუმცა, გამომდინარე რამდენიმე საკითხიდან, ძალიან გვესიამოვნება თუკი სიაში წინასწარ ჩაეწერებით და თანხასაც წინასწარ მოგვაწვდით. საკონტაქტო ტელეფონები:
თუკი თქვენ ერთხელ მაინც ხართ ჩვენს მიერ გაკეთებულ ფართებზე ნამყოფი, რომლებსაც აგერ უკვე მე-4 წელია ვაკეთებთ, გეცოდინებათ ის ფსიქოდელიური და ამაღლებული ატმოსფერო, რომელიც ამ ფართებზე სუფევს. ხოლო თუკი ჯერ არ იცით რა ხდება და როგორ, არც ეგაა პრობლემა, ვიდეომასალას მოგაყრით და განგანათლებთ.
ქვემოთ მოდის ფართის პრომო ვიდეო, რომელშიც თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ბოლო პრივატ ივენტის კადრები. ჩემი დიდი თხოვნა იქნება, თუკი ამ ვიდეოს თითო შეარს თქვენც მისცემთ თქვენს ბლოგებსა თუ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში. რაც მეტი ხალხი დაესწრება ფართის, მით უფრო სასიამოვნო და მრავალფეროვანი იქნება შოუ.
ახლა კი შეპირებისამებრ ზოგიერთი წინა ფართის ამსახველი ვიდეო-ფოტო და სხვა სახის მასალა, რათა 13 აგვისტომდე არ მოიწყინოთ.
ბირთვისი, 2010 წელი – ვაჭერთ და ჯადო იწყება.
განმუხური 2009 წელი – აქაც ანალოგიურად.
Lost City – ჩემი საყვარელი ფართი, ესეც ვიდეოებითურთ!
დანარჩენი ფართებისთვის (ყველას აქ დალინკვა შეუძლებელია) შეგიძლიათ თქვენ თითონ გაამუშავოთ მაუსი და დაათვალიეროთ ბლოგის კატეგორია ”ფართები”, მრავალ საინტერესო რამეს იპოვით.
პ.ს. ბლოგერებო, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა. თუკი ვინმე ამ თემაზე თუნდაც მოკლე, ინფორმაციულ პოსტს დაწერთ, უმადლობელესი დაგრჩებით. ცხადია პინგბექები/ტრეკბექები პოსტებიდან მიიღება.
წარმოგიდგენთ ჩემს ახალ ტრეკს – Bot Attack. თვეზე მეტია რაც დავამთავრე, მაგრამ რატომღაც დამავიწყდა სახალხოდ წარდგენა. ტრეკი არის უცნაურ სტილში, ტრანს-ფულონ-ნაითი (ესეც დაახლოებით). ბევრი რომ არ ვილაპარაკო, უბრალოდ ტრეკი:
სირცხვილია მეგობრებო, სირცხვილი. ადამიანი, მით უმეტეს ცივილიზებული, ასე არ უნდა დათვრეს.
ვიდეოპოსტი ჩემი და ძიმას მონაწილეობით. ლაპარაკი, ალაგ-ალაგ ღრიალიც, მიდის ყველაფერზე და არაფერზე ერთდროულად, ნუ ამავე დროს ფართიზეც, რომელიც უნდა შედგეს მალე წესით.
ამ გახსენებაზე – ახლა მომივიდა ფეისბუკზე ინვაითი ფართისა, რომელიც შედგება ხუთშაბათს, 14 იანვარს, კლუბ ”ოთახში” (თიბისი ბანკთან, მარჯანიშვილზე) და ამავე დროს თურმე მეც ვუკრავ. ძალიან ბევრნაირი ჭურში ჯდომა გამიგია, მაგრამ მსგავსი – პირველად. შეგიძლიათ თქვენც იხილოთ ეს ივენტი ფეისბუკზე და წამოხვიდეთ კიდეც. მანამდე კი იხილეთ ვიდეო, ანუ ის, რისთვისაც ამ პოსტის წერა წამოვიწყე:
მოვიდა 2010 წელი, შესაბამისად დამთავრდა 2009, რომელშიც მართალი რომ ვთქვა, დიდიც არაფერი მომხდარა. ისევ და ისევ რამოდენიმე უშედეგო ურთიერთობა, რამოდენიმე შეცვლილი სამსახური, რამოდენიმე კარგი ფართი, ცოტა წავივარჯიშე რაგბიშიც, სიგარეტს დავანებე თავი, ამჯერად ორი სამსახურიც კი მაქვს, მაგრამ რად მინდა ჯერ ვერ ვხვდები. ნი ვ ძენგახ შასწიე…
ახლა საღამოა უკვე, ნახევარ საათში საახალწლო აწყვეტის ფართიზე ვიქნები ალბათ უკვე და რაც მთავარია – მარტო მივდივარ (მეზიზღებით ყველა). კარგია თუ ცუდი, ამას მოგვიანებით გავიგებ. დანარჩენს მერე მოგახსენებთ, როცა ჩამოვალ სიდას დაჩიდან (სადაც შესაბამისად იმართება კიდეც ეს ფართი). ნუ რაღა თქმა უნდა სტატისტიკაც:
შარშანდელი შეჯამება: 2008 წელი.
ამასწინათ, როდესაც უინტერნეტობაზე მოვთქვამდი, იქვე ვახსენე კიდეც ბირთვისი და ტრანს ფართი მის მიდამოებში. იქვე დაგპირდით, რომ თუკი სურათებს ან/და ვიდეოებს ჩავიგდებდი ხელში, აქაც შემოგთავაზებდით. რაღა თქმა უნდა ამის იმედი არც მქონდა, მაგრამ დღეს ინფესტამ გამომიგზავნა თავისი გადაღებული რაღაცეები და მეც დავაგალერეე მაშინვე.
ორიოდე სიტყვით ფართიზე. მისი ორგანიზატორი ჩემთვის უცნობია და ასევე უცნობი დარჩებოდა მისი ჩატარების თარიღიც, ჯასტიკას რომ არ დაერეკა გასვლამდე ერთი საათით ადრე და არ ეთქვა ამის შესახებ. ასე იყო თუ ისე, 3 ოქტომბრის საღამოსთვის ჩვენ ჩემთვის უცნობ ადგილზე ვიყავით, საიდანაც იწყებოდა ფეხით სასიარულო ბირთვისისკენ. ხალხი, ვინც ამ ფართის აკეთებდა, წინა დღით ასულა იქ თურმე და გზაზე მაჩვენებლებიც დაუტოვებია, როგორც ჩვენ ვიცოდით 5 ცალი და როგორც აღმოჩნდა 9, რამაც მეექვსეს გამოჩენისთანავე თავზარი დაგვცა. თუმცა ჩვენ ეს თავზარდაცემა გამოვიყენეთ ჩვენს სასარგებლოთ, იქვე პატარა რიტუალი ჩავატარეთ და გზა განვაგრძეთ. გთავაზობთ ამ რიტუალის ვიდეოს:
Link: http://vimeo.com/7141892
ასე იყო თუ ისე, განვაგრძეთ ამის შემდეგ გზა და დაახლოებით ერთი საათის შეუჩერებელი სიარულის შემდეგ მივედით იქ, სადაც დუმდნენ… არა, არ დუმდნენ, მივადექით ადგილს, საიდანაც ფსაის ჯადოსნური ხმები ისმოდა. ძალიან მაგარი შეგრძნება იყო, ტყე (თან იცით ალბათ ბირთვისის ქვაბებში რანაირი ტყეა – გარშემო კედლები და შუაში პატარა ნაპრალში ხართ შენ და ტყე), ოდნავ შებინდებული და ამ დროს ხეობის ძირიდან ამომავალი ჯადო. ცხადია დაღლილობის დონისგან დამოუკიდებლად ყველანი გავიქეცით ხმისკენ და ათიოდე წუთში ფსიქოდელიურად გაწყობილ იმპროვიზირებულ დენსფლორზე აღმოვჩნდით.
[ დააჭირე ლინკს რათა განაგრძო კითხვა, გაიგო რა მოხდა შემდეგ და იხილო სურათების გალერეა ] Continue reading “ფსაიტრანს ფართი ბირთვისში”
Watch your line, son! – Benjamin Franklin
ჰო.
თავიდან ვიფიქრე, რომ ამ ერთი სიტყვით დამემთავრებინა ეს პოსტი, მართლაც და მეტი რა არის სათქმელი – ინტერნეტი გამეთიშა აგერ უკვე კვირაზე მეტია. სამაგიეროდ კავკასუსის მესვეურებისგან საჩუქრად მივიღე დიდი ჭური, ჰოდა ვზივარ ახლა ამ ჭურში და არც ჩემი ხმა ესმის ვინმეს, ვერც მე ვიგებ რა ხდება მსოფლიოში (ფორუმზე მაინც) და საეთოდაც – ყლეზე ვარ.
რა ეშველება ამ სიტუაციას არ ვიცი, არც ის ვიცი როდის შემომიყვანენ ჯელინკის ხაზს, რომლის დაყენებაც დიდი ფიქრისა და მსჯელობის მერე გადავწყვიტე მაინც. შესაბამისად შემდეგი ჩემი პოსტიც მომავლის განუჭვრეტელ ნისლშია დაკარგული.
რაც შეეხება ამ პოსტს, საბუნიას აპარტამენტებიდან ვწერ, შესაბამისად მიხვდებოდით ალბათ, რომ საბუნიასთან ვარ და ნი2–ის მომავალზე ვმსჯელობთ მჭმუნვარე სახეებით. სახის საჭმუნვი მიზეზი კი მართლაც გვაქვს – ორი სიტყვით რომ ვთქვათ, ეს გამოიხატება ასე: “იმედმა გადაგვაგდო”. უფრო მეტი სიტყვით ამ სიტუაციის აღწერა მეზარება კიდეც და არც იქნება მთლად კორექტული, რადგან ტექსტში მრავლად იქნება ისეთი გამოთქმები და სიტყვები, რომლებიც ეთერში ღამის 12 საათის მერე უნდა გავიდეს ხოლმე.
ესეც ასე, ეს იყო ის ყველაფერი, რაც მე ვიცი და რაც ხდება ჩემს გარშემო, დანარჩენი ალბათ თქვენ უკეთ იცით, ვისაც ინტერნეტი გაქვთ და ჩემსავთ ჭურში არ ზიხართ.. ან სხედხართ, როგორც გენებოთ.
პ.ს. ამ პოსტში არ აღმიწერია არც ორი ე.წ. “პახოდი” კოჯრის მიდამოებში მწვადაობითურთ და არც ტრანს ფართი ბირთვისში, რომელიც ამ შაბათს დამატყდა სრულიად მოულოდნელად, ვინაიდან და რადგან მეზარება და არც არის მგონი აუცილებელი, განსაკუთრებით პირველი ორი. რაც შეეხება ბირთვისის ფართის – სურათები თუ ჩამივარდა ხელში ოდესმე (უახლოეს ოდესმე), მერე აღვწერ კიდეც. ისე კარგი იყო და როგორც ყოველთვის მინდა გითხრათ მათ, ვინც არ იყავით – შეიმ ონ იუ.
მორჩა ფართი და ჩვენ უკვე თბილისში ვართ (იხილე ძველი პოსტი ამ ფართის შესახებ). ტრადიციულად ისეთი დაცლილი ვარ ემოციებისგან, რომ აღარაფრის წერის თავი არ მაქვს, მხოლოდ და მხოლოდ ის შემიძლია, რომ ფოტო- და ვიდეომასალა დავყარო ნელ-ნელა, რაც იქნება. თქვენც ნახავთ და მეც გავიხსენებ ხოლმე. ასე რომ გთავაზობთ იმას, რაც ჯერ მაქვს, ესაა სურათების მციდერი სლაიდშოუ.
აქვე შთაბეჭდილების პონტში ვიტყვი, რომ მდინარე ენგური მომეწონა ძალიან, ისეთი ვამპირული წითელი ფერის იყო… გენადი, ფონოგრამა:
[rockyou id=141740797&w=500&h=400]
მაშ ასე, ქალბატონებო და ბატონებო, მინდა წარმოგიდგინოთ მორიგი ფართი, ამჯერად ზღვაზე, განმუხურში. იხილეთ კოვერი და შესაბამისი თემა Psy.ge-ზე.
შესაბამისი ივენტი ფეისბუკზე – დააჭირეთ აქ და იხილეთ.
გთავაზობთ ფორესტ ბუგის ვიდეოებს, ჯერჯერობით ესენი მაქვს… ოდეს სხვებიც იქნება, სხვებსაც მოვყრი.
ვინც იყავით – გაიხსენეთ, ვინც არა და ინანეთ, რომ არ წამოხვედით (ეს ტრადიციულად :) )
ტუკიჯა უკრავს რაღაც ნაითს:
მე ვუკრავ რაღაცაც, დილით:
მე კიდევ რაღაცას ვუკრავ, ასევე დილით:
:!: დანარჩენები და სურათების სლაიდშოუები ქამინგ სუნ.
მმმმააშშ ასეეე, მინდა გაუწყოთ ერთი ფრიად შესანიშნავი ამბავი!
18 ივლისს თბილისის მახლობლად, ტყეში ჩატარდება კიდევ ერთი ფსიქოდელიური ტრანს ფართი.
Sunshine group presents:
DJs:
ფართი გაგრძელდება საღამოს 9 -დან მეორე დილის 9-მდე.
ძალიან მაგარ ადგილზე დაგხვდებათ მისტიკური, ტყიური, უძველესი ტომებისგან გენერირებული დიზაინი, ტყის სულების ქანდაკებები, ფლუორო გარემო და ძალიან მაგარი ფსიქოდელიური ილუსტრაციები დიზაინი. ენერგიის შესასვებად იქნება უფასო საჭმელი და უფასო ცხელი ყავა ტყის პირობებში გაკეთებული!
დანიშნულების ადგილზე მიგიყვანთ ავტობუსი.
აუცილებლად წამოიღეთ: წყალი (დასალევიც და გადასავლებიც)!!! და ნუ სასმელიც თქვენით წამოიღეთ, ბარი არ იქნება, სამაგიეროდ საჭმელი და ყავა უფასოა .
შეხვედრის დრო და ადგილი: 18 ივლისს, შაბათს, დავით აღმაშენებლის ძეგლთან საღამოს 8 საათზე, ავტობუსი უფასოა.
ამ ყველაფრის პირველწყარო იხილეთ აქ.
Update: ასევე შეგიძლიათ ნახოთ ამ ფართის ივენტი ფეისბუკზე.
აქვე ჩემი მოხლაფორთებული პოსტერი, ცოტა წაუგოთიკებს, მაგრამ ასეა საჭირო, გამხმარი ტყე და საშინელებები:
პ.ს. პოსტები წინა ფართის შესახებ:
Lost city open air [Before party]
Lost city open air [After party, videos and more]
გუშინ, ანუ 13 ივნისს იყო კიდევ ერთი ტრანს ოუფენ ეარი, ცხადია რომ გახლდით იქ, ამჯერად ვეძისში. ვიდეოები არ მაქვს გადაღებული, შეიძლება ვინმეს აქვს კიდეც, მაგრამ მე მსგავსი არაფერი მომეძევება. მინდა ერთი ვთქვა მხოლოდ – ყველაფერი იყო ახუიწელნი, განსაკუთრებით წვიმაში ცეკვა.
ვიდეო არ მაქვს, სამაგიეროდ მაქვს სურათების სლაიდშოუ, იმედია ცოტათი მაინც გადმოსცემს იმ გიჟურ ატმოსფეროს, რაც იქ იყო. იხილეთ და ინანეთ, რომ არ წამოხვედით:
[rockyou id=139111910&w=500&h=375]
აქვე პატარა აპდეითი, სურათების ”ზი ბესტ” ნაწილი შეგიძლიათ გალერეაშიც ნახოთ: http://my.opera.com/bigcrow/albums/show.dml?id=793907
[პინგ პიკოლინა, სურათები და შთაბეჭდილებები]
მოვედი ფართიდან, დაღლილი და კმაყოფილი, შთაბეჭდილებებს მერე დავწერ, ახლა სამსახურისკენ ჰერი ჰერი, მაგრამ ორიოდე ვიდეოს დავაგდებ. ჯერჯერობით ატვირთვასთან ერთად და მერე უკვე ქრონოლოგიურად დავალაგებ.
დილის ფულონი:
ქრონოლოგიაში პირველი ვიდეო:
და მერე დილის ფულონი:
Link: http://vimeo.com/4927373
და მეორე (დააჭირეთ რიდმორს, დანარჩენი ვიდეოებისთვის): Continue reading “Lost City-after party”
Sunshine Group და Psy.ge წარმოგიდგენთ ტრანს ოფენ ეარ ფართის ”Lost City open air” – 30 მაისი, 2009.
გიწვევთ, რომ ერთად ავღნიშნოთ ზაფხულის მოსვლა და გავხსნათ გარე ფართების სეზონი. მთელი ღამე ცეკვა და პოზიტიურად დამუხტული გარემო, ტყე და მისტიკა, 15 საათის განმავლობაში შეუჩერებელი ფსიქოდელია და ტრანსი!
ამ ფართიზე მოისმენთ და დატკბებით ფსიქოდელიური მუსიკის სხვადასხვა სტილებით. ესენია: goa/psy/forest/dark/suomi/fullon
Djs:
Obrigado
2kija
FluoRo WizaRd
Varsqeni
ॐ ze ॐ
Justbeika
BigCrow
ადგილი, სადაც გაიმართება ფართი, მდებარეობს ცხვარიჭამიასთან, თბილისიდან 15 კილომეტრში, მიტოვებულ პიონერქალაქში, რაც თავისთავად უკვე იმის გარანტიაა, რომ უჩვეულო ღამე გველის. ფართი იწყება 30 მაისს, საღამოს 9 საათზე და გრძელდება 15 საათის განმავლობაში, მეორე დილის 12 საათამდე.
ახლა ტექნიკური დეტალები – ბილეთის ფასი 15 ლარი, ამას პლიუს 3 ლარი მგზავრობის ფული. მგზავრობა მოხდება ავტობუსით, რომელიც გადის საღამოს 8 საათზე დიღმიდან, დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან. უკან გამომგზავრება მოხდება ამავე ავტობუსით, დილის 12-ზე. ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ მსურველები დაუკავშირდით ტუკიჯას ტელეფონზე 895 31 09 69 (თორნიკე) ან სკაიპში – kijamusic, ან მე – აქვე.
პატარა დამატება – აუცილებლად წამოიღეთ წყალი და პირადი ჰიგიენის ნივთები. სასმელი შეგიძლიათ არ წამოიღოთ, ვინაიდან ადგილზე იქნება მინიბარი.
მგონი ყველაფერი ვთქვი, აქვე გთავაზობთ ამ ივენთის ლინკებს სხვადასხვა ადგილზე:
last.fm event link – http://www.last.fm/event/1078239
Goatrance.de – http://www.goatrance.de/goabase/party/details/46467
Psynews.org – http://www.psynews.org/forums/index.php?showtopic=55721
Facebook.com – http://www.facebook.com/home.php#/event.ph…3180&ref=mf
Psy.ge – http://psy.ge/index.php?showtopic=398
Covers…
პ.ს. აქვე შეგიძლიათ იხილოთ ერთ-ერთი წინა ფართი, გაკეთებული იგივე ხალხის მიერ: Alienz Flight Trance party – 24.01.2009
მოგახსენებთ, რომ ა.წ. 24 იანვარს შედგა ახალჩამოყალიბებული ტრანს-ანდერგრაუნდ-პიზდეც-პრომო ჯგუფ ”alienZ Flight” -ის ორგანიზებული ტრანს_ფართი, პირველი ამ წელს. რა იყო ფართიზე, როგორ ხდებოდა ამის გაკეთება და ა.შ. ამ ყველაფრის დაწერა მეზარება, მხოლოდ აფიშას დავაგდებ და ფართის ატმოსფეროს შესაგრძნობად – ცოტაოდენ ვიდეოსაც. სულ 12 წუთიანია. მაშ ასე, აფიშები: .
. და ვიდეო :)
Update: ამ ყველაფერთან ერთად შეგიძლიათ დატკბეთ სლაიშოუთი.
[rockyou id=131961097&w=500&h=374]
ნუ თუკი არ აჩვენებს შოუს, მაშინ ლინკით სცადეთ: http://web.splashcast.net/preview/?s=ILWG4083PC
Update 2: აქვე კიდევ ერთი გალერეა, სადაც შეგიძლიათ ნახოთ და გადმოწეროთ სურათები ორიგინალი ზომით. ოპერა ქომიუნითის საიტზე – http://my.opera.com/bigcrow/albums/show.dml?id=694105
ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ (და გადმოიწეროთ) უკვე ვიმეოზეც:
link: http://vimeo.com/4795755
გუშინ დაბადების დღე მქონდა, უოზდავოთხის გავხდი. მერე რა, ერთი სრული წელი იქეთ, ერთი აქეთ, რა განხსვავებაა. ზატო მიზეზი მოგვეცა კიდევ ერთხელ გაგვეჯვა თავზე. ხოდა ასეთ გაჯმულ მდგომარეობაში რომ ვიყავით, გადავიღეთ ეს შესანიშნავი ვიდეო.
ეს ვიდეო არის იმის ცხადი მაგალითი, რისი გადაღება არ შეიძლება კამერით… სიმღერა გულეჰ, ასრულებენ მოცეკვავე შანდლები.
ამ კლიპის გადაღებისას დაიკარგა ორი ქალიშვილობა, ორი ვაჟიშვილობა და ერთი პაჩკა სიგარეტი. სიგარეტის მპოვნელებს ვთხოვთ გამოგვეხმაურონ.
(Warning*!!! ნუ ეცდებით ამის გამეორებას სახლის პირობებში, ცეკვა შესრულებულია პროფესიონალების მიერ, შედეგები შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს)