სტატისტიკური ანომალია


ამ ბოლო დროს რომ ჩემი ბლოგის სტატები ქვემოთ-ქვემოთ წამოვიდა, ამას უკვე მივეჩვიე და დაჟე ახსნაც კი მოვუძებნე – ის მკითხველი, რომელიც ადრე მარტო ჩემს ბლოგს კითხულობდა, რადგან სხვა არ იყო, ახლა გადანაწილდა ახალ-ახალ სხვა ბლოგებზე. მაგრამ ამ წუთას კიდევ ერთი ძალიან უცნაური ფაქტი აღმოვაჩინე, სტატისტიკასთან დაკავშირებით.

დაკვირვებული ვარ, რომ ბლოგის სტატისტიკის გულისცემა დაკავშირებულია ჩემს მიერ ბლოგზე ჩატარებულ აქტივობასთან, ვწერ პოსტს – მატულობს მნახველები და შემდეგი პოსტის დაწერამდე შემთხვევითი წესით თამაშობს მაქსიმუმსა და მინიმუმს შორის. მაგრამ თუკი მნახველების რაოდენობა ჩემს კომპიუტერთან ჯდომაზე იქნებოდა დამოკიდებული, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი :o არადა თქვენ შეგიძლიათ თქვენი თვალით დააკვირდეთ ქვემოთ მოცემულ გრაფიკს, რომელზეც ისრით მითითებულია ის დღე, როდესაც მე ბათუმში წავედი და იხილოთ სტატისტიკის უწყვეტი ვარდნა.

ისრით აღნიშნულია ”ის” დღე

ეტყობა ჩემი აქ ყოფნა ენერგეტიკულად მოქმედებს ამ ყველაფერზე. რაც შეეხება ბათუმში ჩემს ვიზიტს, შთაბეჭდილებებს და საგზაო ჩანაწერებს შემდეგ პოსტში შემოგთავაზებთ.

Advertisements