Feeds:
ჩანაწერები

Posts Tagged ‘photo’


თბილისში 2015 წლის ზამთარი უთოვლო, მაგრამ ცივი გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ თოვლის ფაფუკი საფარი არ ალამაზებს ქალაქს, ამ რამდენიმე დღის წინ მაინც გადავიღე რამდენიმე ისეთი ხედი, რომლებიც ცუდი სანახავი არ უნდა იყოს.

ასე გამოიყურება თბილისი ქართლის დედის მიდამოებიდან. ჩემი სასაპნე ფოტოაპარატი, რომლის ერთადერთი ღირსება ასე თუ ისე ნორმალური ოპტიკური ზუმია, უკეთესი სურათების გადაღების საშუალებას არ იძლევა. ასე რომ, დატკბით იმით, რაც გამოვიდა.

გავა წლები, ვნახავთ ამ ფოტოებს და ვიტყვით – აი, თურმე როგორი ყოფილა თბილისი 2015 წელსო.

თბილისის ხედი ქართლის დედიდან

თბილისის ხედი ქართლის დედიდან

თბილისის ხედი ქართლის დედიდან

თბილისის ხედი ქართლის დედიდან, ფონზე თოვლიანი მთები

საფენი და ტამპონები

საფენი და ტამპონები

თბილისის ხედი ქართლის დედიდან

იუსტიციის სოკოები და მიმდებარე ადგილები

სამების ეკლესია

სამების ეკლესია

ვაზისუბანი? სავარაუდოდ ვაზისუბანი

ვაზისუბანი? სავარაუდოდ ვაზისუბანი

თვით ქართლის დედა

თვით ქართლის დედა

Advertisements

Read Full Post »

Post from mobile


image

Read Full Post »


სათაურში მოყვანილმა სიტყვამ, “ფოტორეპორტაჟი” არ დაგაბნიოთ, იქ არ ვყოფილვარ (სამწუხაროდ). თუმცა ლაივს ვუყურე და ფოტორეპორტაჟის მსგავსიც გავაკეთე.

Update: პოსტის ბოლოს დავამატე ვიდეოჩანაწერიც, ჩასკროლეთ.

ლაპარაკი მიდის NASA-ს მიერ ოციოდე წუთის წინ წარმოებულ გაშვებაზე. მათ ისტორიის მანძილზე ყველაზე დიდი მოდული – Mars Rover –  გაუშვეს მარსის მიმართულებით. მოდული მარსს 2012 წლის აგვისტოში მიაღწევს და იქაურობის გამოკვლევას მოემსახურება. ძირითადი მისია მარსზე სიცოცხლის ფორმების აღმოჩენაა. გაშვება, ტრადიციულად, კანავერალის კონცხიდან განხორციელდა.

ახლა კი ფოტორეპორტაჟი, რომელიც წარმოადგენს ქრონოლოგიურად დალაგებულ 26 ფოტოს, გაშვებამდე, გაშვების დროს და გაშვების შემდეგ.

გაშვებამდე

(more…)

Read Full Post »


დღეს მეღირსა როგორც იქნა და დავასკანერე ძველი ფირი, მე და მროველა რომ ვიყავით ზაფხულში ლისის ტბაზე, იმ დროინდელი. ჯერ სურათების უმეტესობა დასამუშავებელი მაქვს, მაგრამ ერთი მაინც შემიძლია შემოგთავაზოთ. რაღაცნაირი ისაა… ნუ ცხადია ცოტა ხელშევლებულია ფოტო, მაგრამ ზომიერების ფარგლებში. გადაღებულია ჩემი ძველი ჯაბახანა ზენიტით, ლისის ტბის მიდამოებში.

გადიდებისთვის დააკლიკეთ:

Read Full Post »


Laurel, originally uploaded by Kincsem15.

რა ლამაზია ეს ოხერი. მეტი კომენტარი ამ ფოტოს არ ჭირდება… მეხანძრე გოგო.

Read Full Post »


დღეს ოზიკამ ფეისბუკზე ეს გოგო მაჩუქა. დიდი მადლობა ოზიკ.

ფოტოს ისტორია – ყვავა და ოზიკა შედიან პეკინზე რომ იოლია იმაში, ყვავა ყიდულობს ლუდს და მოსწონს მოლარე გოგოს ცისფერი თვალები. დანარჩენი გზა მიდის საუბარი იმაზე, რა შეიძლება ამ თვალებს უქნა, ძირითადად ბილწი ხორხოცის თანხლებით.

არადა მართლა ლამაზი გოგო იყო…

Blue eyes

Read Full Post »


მორჩა ფართი და ჩვენ უკვე თბილისში ვართ (იხილე ძველი პოსტი ამ ფართის შესახებ). ტრადიციულად ისეთი დაცლილი ვარ ემოციებისგან, რომ აღარაფრის წერის თავი არ მაქვს, მხოლოდ და მხოლოდ ის შემიძლია, რომ ფოტო- და ვიდეომასალა დავყარო ნელ-ნელა, რაც იქნება. თქვენც ნახავთ და მეც გავიხსენებ ხოლმე. ასე რომ გთავაზობთ იმას, რაც ჯერ მაქვს, ესაა სურათების მციდერი სლაიდშოუ.

აქვე შთაბეჭდილების პონტში ვიტყვი, რომ მდინარე ენგური მომეწონა ძალიან, ისეთი ვამპირული წითელი ფერის იყო… გენადი, ფონოგრამა:

[rockyou id=141740797&w=500&h=400]

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: