scanner art


სკანერით გადაღებული სურათი… ხელისგულზე სტიგმა მაქვს :)

Advertisements

მუშათა კლასი


აჰა, მიწია ცოდვებმა, მთელი ცხოვრება მუშაკთა იმ კლასს ვეკაიფებოდი, შაბათ-კვირა რომ აქვთ მხოლოდ დასვენების დრო და დანარჩენ დროს რომ ოფისებში ატარებენ.

ახლა მე თავად ვიქეცი ასეთად, იმ განსხვავებით, რომ შაბათის საღამოსაც ვმუშაობ. სამაგიეროდ სამ ხელფასს ერთად ავიღებსამი სხვადასხვა სამსახურიდან. რომელიმეს უნდა დავანებო თავი და გული მიგრძნობს, რომ ეს მეტრო იქნება. ყოველ შემთხვევაში უახლოესი სამი თვე ჩემი ნებით არ ვაპირებ არცერთი დარჩენილი ორიდან წამოსვლას. მერე ვნახოთ რა გამოვა…

საახალწლო ტატუ


მოგეხსენებათ ახალი წელი მოდის. ყოველ შემთხვევაში იმედი გვაქვს, რომ მაქამდე ვიცოცხლებთ. ასეა თუ ისე, ამ ღირსშესანიშნავ თარიღს აუცილებლად უნდა აღნიშვნა. ჰოდა მეც ავღნიშნე ახალი, საახალწლო ტატუთი, ამჯერად ჩემს საკუთარ სხეულზე.

ბევრი ფიქრი არც დამჭირვებია, მომეწონა სურათი, ამოვბეჭდე, გაგავიტანე ხელზე და შემოვაკონტურე. ახლა ვუყურებ და სიყვარულით ვივსები, ჯერ ამ ნახატისადმი და მერე საკუთარი თავისადმი. მე ხომ სრული საფუძველი მაქვს ეს ტატუ ორმაგად მიყვარდეს – როგორც ჩემი ახალი ტატუ და როგორც ჩემი დახატული ტატუ.

მოკლედ, სიტყვა რომ აღარ გავაგრძელო, წარმოგიდგენთ ამ შედევრს. ისევე როგორც ფეხზე, ალბათ ამასაც გავაფერადებ, ოღონდ ცოტა მოგვიანებით. ჰო, ცოტა ისეთი ფოტოა, რომ ძნელი გასარჩევია ადგილი, ამიტომ მე გეტყვით – ეს არის მარცხენა ხელი, იდაყვიდან მაჯამდე, ზედა მხრიდან.

related: https://bigcrow.ge/?s=tattoo

Panoramio.com


ძალიან მიყვარს სასარგებლო საიტები, როგორებიცაა იუტუბი, ვიმეო, ფლიკერი და სხვა ისეთი საიტები, სადაც იცი, რომ შეხვალ და ბევრ და ძალიან სასარგებლო რამეს ნახავ, ხალხის მიერ ატვირთულს, იქნება ეს ფოტოები, ვიდეოები, პროგრამები თუ მუსიკა.

მინდა წარმოგიდგინოთ ერთი მსგავსი საიტი, რომელმაც ჩემი აღფრთოვანება დაიმსახურა და დორბლად დამღვარა. ეს არის პანორამიო (panoramio.com) – საიტი, სადაც განთავსებულია მსოფლიოს ყველა კუთხე-კუნჭულის ფოტო და სადაც ნებისმიერს შეუძლია თავისი კუთხე-კუნჭულის ფოტოს დამატება.

ყველას, ვისაც ერთხელ მაინც გისარგებლიათ  გუგლის რუკით ან გუგლის Earth-ით, შემჩნეული გექნებათ ლურჯი წერტილები, რომლებიც მიახლოებისას იქცევიან იმ ადგილის ფოტოებად, სადაც ეს წერტილებია დასმული. ეს სურათები აღებულია ამ ზემოთხსენებული საიტიდან – პანორამიო და დამეთანხმებით ალბათ, რომ ძალიან სასარგებლო და საინტერესო ფუნქციაა (გასართობიც).

თავად საიტიც მოხერხებულადაა გაკეთებული, თავისი გუგლის რუკით, ტოპ სურათების განყოფილებით და სხვა პატარ-პატარა კანფეტობებით. ის ძალიან გავს უპოპულარულეს ფოტოსაიტს Flickr.com, რომელიც ასევე ძალიან ბევრი ფოტოგრაფისთვის (მათ შორის ქართველი) არის მშობლიური საიტი, თუმცა პანორამიოს აქვს ის, რაც ხდის მას ასე განსაკუთრებულს – სურათების ძებნა შესაძლებელია რუკის მიხედვით. მაგალითად გვინდა ვნახოთ სურათები, სადაც იქნება აისბერგები, პინგვინები და მსგავსი რამეები, მივდივართ ანტარქტიდაზე და ვნახულობთ იქაურ სურათებს, ყოველგვარი ტვინის ჭყლეტვის, საძებნი სიტყვების შერჩევის (”აბა ამას ჩავწერ, იქნებ იპოვოს”) და წვალების გარეშე.

და კიდევ, გაოცებული დავრჩი ქართველი ფოტოგრაფების და შესაბამისად საქართველოში გადაღებული სურათების სიმრავლით, სასიამოვნოდ გაოცებული. ასე რომ მოდით თქვენც და ქაჩეთ თქვენი მოგზაურობების და არამარტო მაგ დროს გადაღებული სურათები, პანორამები და პეიზაჟები. თითოუელი სურათისთვის მოგიწევთ მისი რუკაზე განთავსება და ეგაა. ხოლო დაახლოებით კვირაში ერთხელ ხდება ახალ ატვირთული სურათების გადახედვა და მათ Google earth-ზე განთავსება.

მე და ფოტოაპარატი


როგორც გახსოვთ, ამ რამდენიმე დღის წინ მივიღ გმირული გადაწყვეტილება – მეყიდა ფირი და გადამეღო სურათები. ფირი არ მიყიდია, მაგრამ ასე თუ ისე ვიშოვე, ოღონდ ფერადი და მე და მროველა გავემართეთ კუს ტბაზე. ამინდი კარგი იყო და სურათებიც რახარუხით მიდიოდა. მე, ცხადია რომ ლიმიტი მალევე ამოვწურე, მროველმა კი თავისი ციფრულით საკუთარი ლიმიტი ამოწურა და წამოვედით სახლში. ფირი ჩავაბარე უკვე გასამჟღავნებლად, მაგრამ კაცი რომ იდიოტი იქნები, იდიოტადვე დარჩები – დამავიწყდა და რომ მივედი გამოსატანად, უკვე დაკეტილი დამხვდა სალონი :)

მაგრამ ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ ბლაბლაბლა, მთავარია ის სურათი, რომელიც ახლა უნდა წარმოგიდგინოთ, მროველამ გადამიღო მაშინ, როდესაც კლდეზე აფოფხებულები  რაღაც უცნაურობებს ვიღებდით. ნუ სად შემიძლია, რიააა… მაშ ასე, მოემზადეთ, მოშორდით ეკრანებს, ბავშვები და მოხუცები განარიდეთ სხვა ოთახში და იხილეთ:

ფოტოხელოვანი ყვავა

ნუ, ხომ ვარ ძერზკი ფოტოხელოვანივით წამოწოლილი? ჩემს თავზე ამიდგა, ფაქტიურად…

alienZflight – ფართი


მოგახსენებთ, რომ ა.წ. 24 იანვარს შედგა ახალჩამოყალიბებული ტრანს-ანდერგრაუნდ-პიზდეც-პრომო ჯგუფ ”alienZ Flight” -ის ორგანიზებული ტრანს_ფართი, პირველი ამ წელს. რა იყო ფართიზე, როგორ ხდებოდა ამის გაკეთება და ა.შ. ამ ყველაფრის დაწერა მეზარება, მხოლოდ აფიშას დავაგდებ და ფართის ატმოსფეროს შესაგრძნობად – ცოტაოდენ ვიდეოსაც. სულ 12 წუთიანია. მაშ ასე, აფიშები: alienzflight. 390ASP14352. და ვიდეო :)

Update: ამ ყველაფერთან ერთად შეგიძლიათ დატკბეთ სლაიშოუთი.

[rockyou id=131961097&w=500&h=374]

ნუ თუკი არ აჩვენებს შოუს, მაშინ ლინკით სცადეთ: http://web.splashcast.net/preview/?s=ILWG4083PC

Update 2: აქვე კიდევ ერთი გალერეა, სადაც შეგიძლიათ ნახოთ და გადმოწეროთ სურათები ორიგინალი ზომით. ოპერა ქომიუნითის საიტზე – http://my.opera.com/bigcrow/albums/show.dml?id=694105

Update 3:

ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ (და გადმოიწეროთ) უკვე ვიმეოზეც:

link: http://vimeo.com/4795755

მინი ME


საერთოდ ძალიან მიყვარს ძველი სურათების თვალიერება, ჩემების, რაღათქმაუნდა. განსაკუთრებით მათი, რომლების კარგ მომენტებთანაა დაკავშირებული. ჰოდა ამასწინათაც, ვათვალიერებდი რა ზემოთხსენებულ სურათებს ( :D ) , იმდენად მომეწონა ჩემი თავი ბავშვობაში, ერთი კი ვიფიქრე ”რა კარგი ვყოფილვარ და ახლა რა დამემართა”-თქო, მაგრამ მერე უკუვაგდე მსგავსი დესტრუქციული ფიქრები და სურათები უბრალოდ ავაკომპიუტერე.

ჰოდა ერთ-ერთი, სადაც ყველაზე მეტად შემიყვარდა მინი-ME, აქ რომ არ დავდო, როგორ შეიძლება… აგერ ა…