საახალწლო არაფხიზელი საგა


თან ამას მოუსმინეთ

ახლოვდება ახალი წელი… ახლოვდება ახალი წელი, ამას მოთქვამს ყველა, ვისაც არ ეზარება… სამყარო კი ამ დროს იცვლება, დაქანებულ ფერდობზე დგას, ფერადზე და ნელნელა ქვემოთ იქცევა ყველაფერი. დაბლა, ფერად უფსკრულში… გიწელება ეს მუსიკაც, უფრო სწორად, მისი ინტერპრეტაცია ჩემში. ამის წამლები ლუდში უკეთსად იხსნება და მეც ლუდს ვაყოლებ, რომ გავხსნა და სისხლში გავიჯერო მათი კონცენტრაცია.  ნერვო-პარატიკიტური წამლების.

რა მინდა მე? არაფერი არ მინდა, სხვაგან ვარ სხვა და ლამაზ სამყაროში, ვცდილობ დიდხანს დავრჩე აქ და თქვენც იგივეს გირჩვთ.

ახალი წელი კი მეტი არაფერია, თუ არა ვიღაც იდიოტების მოგონილი დღსასწაული. დღე, როდესაც დედამიწა როგორც იქნება დაარტყავს მზეს ერთ წრეს მზეს და მივა ისევ იქ. თან ის ჩვენ არ გველოდება და 6 საათით ადრე მიდის, ყოველ წელს 6 საათით ადრე… ჩვენც ვიტყუებთ თავს და ამ 4 ცალ ექვს საათს წინ ვახვედრებთ, ყოველ მეოთხე წელიწადს.

ახალ წელს მე მინდა მარსზე შევხვდე. გაუხშოვებულ ატმოსფეროში. სკაფანდრი მოვიხსნა და ფილტვებით ჩავისუნთქო მარსის ჰაერი, გადავხედო მარსის დამშრალ ზღვებს და დავცინო მათ. მათ ან თქვენ უფრო , რომელიც დედამიწაზე დარჩით და იქ მოგიწევთ სულის ამოხდომა. თანაც მე ათჯერ უფრო დიდხანს ვიცოცხლებ მარსზე, მისი ერთი წელი დედამიწის ათს უდრის და ის ამაში არ მომატყუებს. ვიფრენთ ნელა, მშვიდად, მარსი და ჩემი გაყინული გვამი.

შევეცი დედამიწისეულ ახალ წელს…! მე მარსზე ვარ.

ვწევარ მის ქვიშიან წითელ ზედაპირზე და ზემოდან ეს ხმა ჩამესმის… აღარ მეშინია…

აქვე ამ მუსიკის ლინკი: http://soundcloud.com/mufi/dak-gi-rambu-sina-vodjani

Advertisements

Pills


You got to drink pills,  u all got to drink pills, განსაკუთრებით ტაბლეტები, რომლებიც არიან კეთილები. ისინი გიბიძგებენ სიმშვიდისკენ, მაგრამ ჯერ იჭრებიან შენში, აღწევენ შენს ყველა კუთხე-კუნჭულს, ჟღინთავენ მათ ბედნიერებით, გიდუნებენ ყველა კუნთს და აღებენ კარს მუსიკისთვის…

ღიაა კარი და მუსიკა შემოედინება ჩემში, ნელა, მდორედ შემოედინება, როგორც ლავა,  ვგრძნობ როგორ ავსებს ყველა ცარიელ ადგილს, შემოდის ჩემში… ვგრძნობ როგორ მივყავარ მუსიკას, ვიოლინოს მაღალი ნოტები სულს მიწიწკნიან, დაბლები კი ჩუმად ჩამჩურჩულებენ ყურში… კლაივიატურა გაორმაგდა, ასოებმა ადგილები შეიცვალეს და მე მიწევს ზედ სირბილი რომ ვიპოვო სწორი ნოტები, ნოტები არა, ციფრები… არა, ასოები… მე მინდა რომ ვიპოვო ასოები, რათა გამოვთქვა ჩემი მდგომარეობა, ვპოულობ ასოებს, მაგრამ მათ დალაგებას ვერ ვახერხერხებ… ლავა დადის ჩემს ძარღვებში, წითელი, ცხელი და მე არ ვეწინააღმდეგები, რა აზრი აქვს შეკამათებას…

სხეული მსუბუქია, მაღლა მიდის მიისწრაფვის იქეთ, საითაც მსუბუქი სხეულები ისწრაფვიან ხოლმე… მეც მივყვები, ჩემი ლავით, სისხლის მაგივრად და მე არ მეშინია, რომ გავსკდე სიმხურვალეში…