კვლავაც ომი – დღე მეორე


...კვლავ აქ ვართ და ვუყურებთ მოვლენების განვითარებას. მოვლენები კი, როგორც ვიცით, ვითარდება და ვითარდება. მასშტაბებს იკრეფს და ხუი ივო ზნაეტ საით მიექანება. აგერ, ვიღაცეები უკვე ჩვენი, რუსების, აფხაზების და ოსების შეიარაღება-აბმუნდიროვანიის შედარებას იწყებენ, სტრატეგიულ რუკებს ხაზავენ და თავში ხელს იცემენ.

მე დაწმუნებული ვარ, რომ თუ ომი საჭირო გახდა, ჩვენ უკან არაფერზე დავიხევთ და მტერსაც დავიხევთ (სადაც საჭიროა იქ). ერთი რუკა მეც დავხაზე, როდესაც საქმე არ მქონდა, შეგიძლიათ დატკბეთ მისი მშვენიერებით და იცინოთ.

მე კი შეგახსენებთ, რომ ჩვენ მოვიგებთ ომს.

ძალთა თანაფარდობა. არ ვიცი რამდენად სანდოა, მაგრამ ერთ-ერთი ვერსია ესეთია (დააჭირე გადიდებისთვის)

plan-b.jpgეს კი ჩემი დახაზულ-გაოხრებული რუკა. როგორც ხვდებით, საკმაოდ გრანდიოზული გეგმა იკვეთება ერთდროული შეტევისა. რუკა, რათქმაუნდა, დახაზულია მოცალეობის ჟამს, გასართობად, მაგრამ დარწმუნებული ვარ ბევრმა იმტვრია უკვე თავი მის გაშიფრვაზე. ნუ შეუერთდებით მათ რიგებს, უბრალოდ დატკბით.

Advertisements