Offline


Watch your line, son! – Benjamin Franklin

ჰო.

თავიდან ვიფიქრე, რომ ამ ერთი სიტყვით დამემთავრებინა ეს პოსტი, მართლაც და მეტი რა არის სათქმელი – ინტერნეტი გამეთიშა აგერ უკვე კვირაზე მეტია. სამაგიეროდ კავკასუსის მესვეურებისგან საჩუქრად მივიღე დიდი ჭური, ჰოდა ვზივარ ახლა ამ ჭურში და არც ჩემი ხმა ესმის ვინმეს, ვერც მე ვიგებ რა ხდება მსოფლიოში (ფორუმზე მაინც) და საეთოდაც – ყლეზე ვარ.

რა ეშველება ამ სიტუაციას არ ვიცი, არც ის ვიცი როდის შემომიყვანენ ჯელინკის ხაზს, რომლის დაყენებაც დიდი ფიქრისა და მსჯელობის მერე გადავწყვიტე მაინც. შესაბამისად შემდეგი ჩემი პოსტიც მომავლის განუჭვრეტელ ნისლშია დაკარგული.

რაც შეეხება ამ პოსტს, საბუნიას აპარტამენტებიდან ვწერ, შესაბამისად მიხვდებოდით ალბათ, რომ საბუნიასთან ვარ და ნი2–ის მომავალზე ვმსჯელობთ მჭმუნვარე სახეებით. სახის საჭმუნვი მიზეზი კი მართლაც გვაქვს – ორი სიტყვით რომ ვთქვათ, ეს გამოიხატება ასე:  “იმედმა გადაგვაგდო”. უფრო მეტი სიტყვით ამ სიტუაციის აღწერა მეზარება კიდეც და არც იქნება მთლად კორექტული, რადგან ტექსტში მრავლად იქნება ისეთი გამოთქმები და სიტყვები, რომლებიც ეთერში ღამის 12 საათის მერე უნდა გავიდეს ხოლმე.

ესეც ასე, ეს იყო ის ყველაფერი, რაც მე ვიცი და რაც ხდება ჩემს გარშემო, დანარჩენი ალბათ თქვენ უკეთ იცით, ვისაც ინტერნეტი გაქვთ და ჩემსავთ ჭურში არ ზიხართ.. ან სხედხართ, როგორც გენებოთ.

პ.ს. ამ პოსტში არ აღმიწერია არც ორი ე.წ. “პახოდი” კოჯრის მიდამოებში მწვადაობითურთ და არც ტრანს ფართი ბირთვისში, რომელიც ამ შაბათს დამატყდა სრულიად მოულოდნელად, ვინაიდან და რადგან მეზარება და არც არის მგონი აუცილებელი, განსაკუთრებით პირველი ორი. რაც შეეხება ბირთვისის ფართის – სურათები თუ ჩამივარდა ხელში ოდესმე (უახლოეს ოდესმე), მერე აღვწერ კიდეც. ისე კარგი იყო და როგორც ყოველთვის მინდა გითხრათ მათ, ვინც არ იყავით – შეიმ ონ იუ.

Advertisements

განმუხურის აფტერფართი


მორჩა ფართი და ჩვენ უკვე თბილისში ვართ (იხილე ძველი პოსტი ამ ფართის შესახებ). ტრადიციულად ისეთი დაცლილი ვარ ემოციებისგან, რომ აღარაფრის წერის თავი არ მაქვს, მხოლოდ და მხოლოდ ის შემიძლია, რომ ფოტო- და ვიდეომასალა დავყარო ნელ-ნელა, რაც იქნება. თქვენც ნახავთ და მეც გავიხსენებ ხოლმე. ასე რომ გთავაზობთ იმას, რაც ჯერ მაქვს, ესაა სურათების მციდერი სლაიდშოუ.

აქვე შთაბეჭდილების პონტში ვიტყვი, რომ მდინარე ენგური მომეწონა ძალიან, ისეთი ვამპირული წითელი ფერის იყო… გენადი, ფონოგრამა:

[rockyou id=141740797&w=500&h=400]

Party at Ganmukhuri


მაშ ასე, ქალბატონებო და ბატონებო, მინდა წარმოგიდგინოთ მორიგი ფართი, ამჯერად ზღვაზე, განმუხურში. იხილეთ კოვერი და შესაბამისი თემა Psy.ge-ზე.

Cover

შესაბამისი ივენტი ფეისბუკზე – დააჭირეთ აქ და იხილეთ.

Forest boogie [Party]


მმმმააშშ ასეეე, მინდა გაუწყოთ ერთი ფრიად შესანიშნავი ამბავი!

18 ივლისს თბილისის მახლობლად, ტყეში ჩატარდება კიდევ ერთი ფსიქოდელიური ტრანს ფართი.

Sunshine group presents:

DJs:

  • 21:30 – 22:30 2kija freestyle psy
  • 22:30 – 00:00 ze psy trance
  • 00:00 – 02:00 FluoRo WizaRd forest/darkpsy
  • 02:00 – 03:00 Varsqeni night psy/spiritual goa
  • 03:00 – 04:30 Obrigado dark psy trance
  • 04:30 – 05:30 Eucalipt hightek/dark
  • 05:30 – 07:00 BigCrow morning psy trance
  • 07:00 – 08:00 Infest suomi
  • 08:00 – 09:00 Varsqeni morning/goa

ფართი გაგრძელდება საღამოს 9 -დან მეორე დილის 9-მდე.

ძალიან მაგარ ადგილზე დაგხვდებათ მისტიკური, ტყიური, უძველესი ტომებისგან გენერირებული დიზაინი, ტყის სულების ქანდაკებები, ფლუორო გარემო და ძალიან მაგარი ფსიქოდელიური ილუსტრაციები დიზაინი. ენერგიის შესასვებად იქნება უფასო საჭმელი და უფასო ცხელი ყავა ტყის პირობებში გაკეთებული!

დანიშნულების ადგილზე მიგიყვანთ ავტობუსი.

აუცილებლად წამოიღეთ: წყალი (დასალევიც და გადასავლებიც)!!! და ნუ სასმელიც თქვენით წამოიღეთ, ბარი არ იქნება, სამაგიეროდ საჭმელი და ყავა უფასოა .

შეხვედრის დრო და ადგილი: 18 ივლისს, შაბათს, დავით აღმაშენებლის ძეგლთან საღამოს 8 საათზე, ავტობუსი უფასოა.

ამ ყველაფრის პირველწყარო იხილეთ აქ.

Update: ასევე შეგიძლიათ ნახოთ ამ ფართის ივენტი ფეისბუკზე.

აქვე ჩემი მოხლაფორთებული პოსტერი, ცოტა წაუგოთიკებს, მაგრამ ასეა საჭირო, გამხმარი ტყე და საშინელებები:

forest boogie

პ.ს. პოსტები წინა ფართის შესახებ:

Lost city open air [Before party]
Lost city open air [After party, videos and more]

Lost City open air


Sunshine Group და Psy.ge წარმოგიდგენთ ტრანს ოფენ ეარ ფართის ”Lost City open air” – 30 მაისი, 2009.

გიწვევთ, რომ ერთად ავღნიშნოთ ზაფხულის მოსვლა და გავხსნათ გარე ფართების სეზონი. მთელი ღამე ცეკვა და პოზიტიურად დამუხტული გარემო, ტყე და მისტიკა, 15 საათის განმავლობაში შეუჩერებელი ფსიქოდელია და ტრანსი!

ამ ფართიზე მოისმენთ და დატკბებით ფსიქოდელიური მუსიკის სხვადასხვა სტილებით. ესენია:  goa/psy/forest/dark/suomi/fullon

Djs:

Obrigado
2kija
FluoRo WizaRd
Varsqeni
ॐ ze ॐ
Justbeika
BigCrow

ადგილი, სადაც გაიმართება ფართი, მდებარეობს ცხვარიჭამიასთან, თბილისიდან 15 კილომეტრში, მიტოვებულ პიონერქალაქში, რაც თავისთავად უკვე იმის გარანტიაა, რომ უჩვეულო ღამე გველის. ფართი იწყება 30 მაისს,  საღამოს 9 საათზე და გრძელდება 15 საათის განმავლობაში, მეორე დილის 12 საათამდე.

ახლა ტექნიკური დეტალები – ბილეთის ფასი 15 ლარი, ამას პლიუს 3 ლარი მგზავრობის ფული. მგზავრობა მოხდება ავტობუსით, რომელიც გადის საღამოს 8 საათზე დიღმიდან, დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან. უკან გამომგზავრება მოხდება ამავე ავტობუსით, დილის 12-ზე. ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ  მსურველები დაუკავშირდით ტუკიჯას ტელეფონზე 895 31 09 69 (თორნიკე) ან სკაიპში – kijamusic, ან მე – აქვე.

პატარა დამატება – აუცილებლად წამოიღეთ წყალი და პირადი ჰიგიენის ნივთები. სასმელი შეგიძლიათ არ წამოიღოთ, ვინაიდან ადგილზე იქნება მინიბარი.

მგონი ყველაფერი ვთქვი, აქვე გთავაზობთ ამ ივენთის ლინკებს სხვადასხვა ადგილზე:

last.fm event linkhttp://www.last.fm/event/1078239
Goatrance.dehttp://www.goatrance.de/goabase/party/details/46467
Psynews.orghttp://www.psynews.org/forums/index.php?showtopic=55721
Facebook.comhttp://www.facebook.com/home.php#/event.ph…3180&ref=mf
Psy.ge – http://psy.ge/index.php?showtopic=398

Covers…

lost city

lost city-01

პ.ს. აქვე შეგიძლიათ იხილოთ ერთ-ერთი წინა ფართი, გაკეთებული იგივე ხალხის მიერ: Alienz Flight Trance party – 24.01.2009

Shprongle – შამან ბლეკი


იესსე იგი, რამდენი ხანია ამ მუსიკას (Shprongle – Around the World in a Tea Daze) ვეძებ და როგორც იქნა გამომიგზავნა გუშინ ნაინომ, ხოდა მოვუსმინე და მერე დამარტყა – ყოუტუბზე ხომ ყველაფერია. მინდა რომ გაგიზიაროთ თქვენც, მოუსმინეთ და დადექით კარგ ხასიათზე. ყურება არც არის აუცილებელი. განსაკუთრებით მეორე წუთიდან არის ადგომა და ვერ გათავება. გენადი, ფონოგრამა:

link: http://www.youtube.com/watch?v=DDwx5wlcoxo