მოსკოვი თუ ბაქო?


იყო და არა იყო რა, იყო ერთი რუსეთი, ერთიც საქართველო. რუსეთი მუდამ გვემუქრებოდა, რომ შემოვიდოდა საქართველოში და ქვას ქვაზე არ დატოვებდა. და რას შვებოდა საქართველო ამ დროს?

მე ჩავთვალე, რომ ეს საკითხი მართლაც გასარკვევია, რას იზავს რიგითი ქართველი ომის დაწყების შემთხვევაში და მცირედი სოცკვლევაც ჩავატარე. მართალია ერთხელ უკვე ვნახეთ რაც ქნა, მაგრამ მაინც… შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოში (ორივე ვიდეო იდენტურია):

On Vimeo:

Link:  http://vimeo.com/4246499

On YouTube:

link: http://www.youtube.com/watch?v=Bpgv-ECF2Ls

ამავე თემაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ ძველი პოსტები – ეროვნული ჩმორიზმი და მე ომში.

პ.ს. post color.

Advertisements

Putin & Co.


მინდა შემოგთავაზოთ რეზო კაიშაურის, a.k.a. 7th Guest-ის პოლიტკარიკატურა, პუტინი და მარიონეტები. ყველა საავტორო უფლება დაცულია.

და აქვე მეორეც Father Figurine © 2008 Rezo Kaishauri

როგორც გავიგე ეს არის ნაწილი სერიიდან, რომელიც ახლა იქმნება…

Agonia-you are the next(video)


ჯგუფმა აგონიამ აგვისტოს ბოლოს ჩაწერა ახალი სიმღერა, ”You are the next”,  რომელიც უძღვნება, თუ შეიძლება ასე ითქვას, აგვისტოს ომს, რუსეთსა და საქართველოს შორის. ეს არის მესიჯი მსოფლიოსთვის, რომ ისინი რუსეთის სიაში შემდეგები არიან, თუკი დროზე არ მოუხმობენ ჭკუას.

წარმოგიდგენთ ამ სიმღერის ვიდეოვერსიას.

on YouTube

Link to this – http://www.youtube.com/watch?v=4RKnAjqwIiY

on Google Video

Link on this – http://video.google.com/videoplay?docid=6489417791403629918&hl=en

Original Post: http://agoniablog.wordpress.com/2008/09/03/you-are-the-next-new-song/

გვბომბავენ


კვლავაც მეორდება ის, რაც არაერთხელ მომხდარა უკვე – მარსიანელების ვერტმფრენები შემოდიან ჩვენთან, რუსულ ჭურვებს გვიყრიან და მიფრინავენ უკანვე, მარსზე. დიახაც, ზუსტად რომ მარსზე, აბა როგორ იფიქრეთ რომელიმემ, რომ ეს ყველაფერი რუსების ნაჩალიჩარია? თუმცა ამ ჯერზე მარტო ჭურვების ჩამოყრა არ გვაკმარეს, ერთი ჩვენი ვერტმფრენიც მიაყოლეს ზედ. ნუ, ცხადია, ეგეც თავისით ჩამოვარდა, გარე ჩარევის გარეშე, მფრინავს ჩაეძინა ან რამე მსგავსი…

ჩვენი რეაქცია… რეაქცია, როგორც ეგეთი, არ გვაქვს, მიჩვეულები ვართ მგონი უკვე, ერთია რომ ყაზარმულზე გადავედით და აეროპორტებს ვამზადებთ. საინტერესოა ისე, გონიათ თუ არა ამათ, რომ ხვალ კიდევ მოფრინდებიან მარსელები და ზუსტად მაგ დროს დავიჭერთ. ასეა თუ ისე ფაქტი ფაქტად რჩება, დაზარალებულები ჩვენ ვართ. იქნიე ახლა მუშტები და იყავი, იმ სამ დაღუპულ ოფიცერს არაფერი ეშველება.

ომი და უბედურება


tankმოკლ’ედ, გვენძრისი ხდება, მამენტ არც ხდება, რას გაიგებ ამგენისას.

იესსე იგი, დილიდან დამეკარგა მოსვენება, ხან რა ხდება, ხან რა. აქედან ჩვენ ვატრაკებთ, იქედან რუსეთი, აფხაზეთი და მოკლედ ვისაც არ ეზარება, ყველა.

ატრაკონ და იყონ. ჩემი ნება რომ იყოს, კავკასიონის გადაღმა გადავაგდებდი ერთ დიად ატომურ ბომბს და დაველოდებოდი შედეგებს. ალბათ ამიტომაც არაა ჩემი ნება… მაგრამ ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ.

ჩვენ მოვიგებთ ომს!!!