შემოდგომის მეორე დღე


ნუ გეშინიათ, შემოდგომის ბოლომდე  ყველა დღის  მსგავსად გადანომრვას არ ვაპირებ, ეს უბრალო დამთხვევაა, ფანტაზიაში პრობლემები არ მაქვს და საერთოდაც, თუ ატყობთ, რომ ამ სათაურს წინა პოსტტან საერთოდ რაიმე კავშირი აქვს, ეს ყველაფერი თქვენი პარანოიის ბრალია.

თუმცა! აქ იწყება მთავარი ანუ ის, რატომაც ამ პოსტს ვწერ, უფრო სწორად ის, რის გამოც გავაკეთე ის, რის გამოც ვწერ ამ პოსტს. მოკლედ რომ ვთქვათ, სიზარმაცეზე მინდა გესაუბროთ, ოღონდაც ამჯერად არა თეორიულ სიზარმაცეზე, არამედ ასე ვთქვათ, გამოყენებით სიზარმაცეზე.

ზარმაცი და უნებისყოფო რომ ვარ, ეს თქვენც კარგად მოგეხსენებათ და შეიძლება ითქვას, რომ მეც ვიცი. თუმცა (ეს უკვე მეორე თუმცა) ამ ყველაფრის დაძლევა რომ შემიძლია დაადასტურა იმ ფაქტმა, უფრო სწორად რომ ვთქვათ, იმ საგმირო ფაქტმა, რომელიც ამ 66-იოდე დღის წინ ჩავიდინე – სიგარეტის მოწევას თავი დავანებე. თავისთავად სიგარეტის გადაგდებაში საგმირო არაფერია, ვიცი ხალხი, რომელსაც ერთი ორმოცდაათჯერ მაინც აქვს ეს გაკეთებული, მთავარია მოწევის არგაგრძელება, რაშიც მე მართლაც რომ გმირი ვარ.

ზედა აბზაციდან გამომდინარე, მე შემიძლია გავაკეთო ყველაფერი, რასაც მართლა მოვინდომებ (აქვე გაიხსენეთ ფრაზა, რომელიც უამრავ მწეველს ახასიათებს – ”როცა მოვინდომებ, მაშინ დავანებებ” და ამას მოყოლებული სანთებელის ნერვიულად გაჩხაკუნების ხმა და მიხვდებით, რომ მარტო თქმა არაფერს ნიშნავს). ჰოდა ვიფიქრე, რატომ არ გამოვიყენო ეს სკილი ბლოგთან მიმართებაში? არაერთხელ შევხებივარ ამ თემას, დავადგინე კიდეც, რომ აუცილებელია ყოველდღე წერა, დავიწყე კიდეც მაგრამ მოვეშვი. მაგრამ ახლა მე მაქვს ზემოთხსენებული ყოვლისშემძლეობის სკილი!

მაშ ასე, ბევრი რომ აღარ გავატრაკოთ, შემოდგომის ბოლომდე არამგონია გავქაჩო ასე, მაგრამ სექტემბრის ბოლომდე, ანუ 30 რიცხვის ჩათვლით, ჩემს თავს ვიწვევ სოცშეჯიბრებაში, ყოველდღიური წერის. ვინაიდან და რადგან სექტემბერი გვპირდება, რომ საინტერესო უნდა იყოს, წესით პრობლემა არ უნდა მქონდეს იმაზე, თუ რა დავწერო. ყოველდღე თუ რამე მოხდება, მაგას რა ჯობია? ასევე ვიწვევ დოდკას და ვთხოვ მას, რომ მსგავსი არგამოცხადებული, მაგრამ მიმდინარე აქცია არ შეწყვიტოს, თორემ ჩემი შთაგონება ერთიორად დაიკლებს და ისევ ჩავეშვები ჭაობში. მაშ ასე, ველქამ თუ სექტემბერი!

აქვე პ.ს., რომელიც პოსტის body-ში ვერ ჩავატიე. იმედია შეამჩიეთ, რომ ჰედერი შევცვალე, ჰოდა მაინტერესებს რას ფიქრობთ ამაზე:

Advertisements