Youtube Subscriptions


საიტი Youtube რომ პოპულარულია და ყველამ იცის, ამაზე უკვე ის ფაქტიც მიანიშნებს, რომ დედაჩემიც კი იქედან ამოღებული ვიდეოებით მელაპარაკება უკვე. თუმცა მან არ იცის იმ პატარა საიდუმლო ღილაკის დანიშნულება, რომელიც ძალიან საჭიროა ამ საიტზე – Subscribe ანუ არხის გამოწერა.

მინდა წარმოგიდგინოთ ის არხები, რომლებიც გამოწერილი მაქვს და თქვენც ამისკენ მოგიწოდოთ (წარმოდგენისკენ ანუ, გამოწერა ნებაყოფლობითია):

  • youtube-subscriptions თბილისი- ბრჭყალებში იმიტომაა, რომ ეს არხი არაა, ეს არის ტეგი, ამ ტეგით მომდის ის ვიდეოები, რომლებიც თბილისთანაა დაკავშირებული. მართალი რომ ვთქვა, ბევრი სულაც არ არის.
  • ანაკონდა – ეს არის ერთი ქართველი ვლოგერი, რომელიც იმყოფება გერმანიაში და საერთოდ, ჩემი მუზაა ვლოგინგის ამბავში.
  • ბივი88 – ჩემი ფარული საყვარელი, რომელსაც აგერ უკვე მეორე წელია უშედეგოდ შევტრფი, მაგრამ ის ნორვეგიაშია და მე აქ. არც ნორვეგიული ვიცი, სამაგიეროდ სასაცილო პაროდიული ვიდეოები აქვს სხვადასხვა სიმღერებზე.
  • კოლეჯიუმორი – ჩემი ფავორიტი. უძლიერესი და უსასტიკესი იუმორია, ეს არ არის ერთი ადამიანი, ეს არის ადამიანთა დიდი ჯგუფი, რომელიც აკეთებს კარგ ამერიკულ იუმორს.
  • დვორსკი, ენდოფზივორლდი და ფელერფანტასტიკა – ამათგან საუკუნეა არ მომსვლია არცერთი ვიდეო, ასე რომ არ ვიცი რას აკეთებენ და რას მოითხოვენ :)
  • ინდიმოგული – ინდი ფილმმეიკერის სამაგიდო წიგნი, უფრო სწორად არხი. სტუდია, რომელიც აწარმოებს უბიუჯეტო ფილმებს და რაც მთავარია გვასწავლის, როგორ უნდა ვქნათ ეს. ძირითადად ორიენტირებულია რეალურ და იაფ ეფექტებზე. მასტ სი.
  • ჯოუი და დევიდი – კოლეჯხუმორის ჯგუფის წევრები. შესაბამისად ზემოთხსენებული იუმორის მოყვარულებს არ გაწყენდათ ეს არხი.
  • მონდომედია – ყველასათვის ცნობილი და საყვარელი სადისტური მულტფილმის ”Happy tree friends”-ის მწარმოებელი სტუდია. თუკი ერთი სერია მაინც გაქვთ ნანახი ამ მულტფილმის, ამ არხის არგამოწერა არის დანაშაული და ისჯება უსასტიკესად. მეთოდები შეგიძლიათ მულტფილმის სერიებში იხილოთ.
  • როკეტბუმი – ინტერნეტმემეების, რანდომ ინტერნეტ ამბების და მსგავსი რაღაცეების საბადო. დაახლოებით ისეთივე ვიდეოების საწარმო კანტორა, როგორ პოსტსაც ახლა კითხულობთ.
  • სეტკომედი – ეს ახალი გამოწერილი მაქვს, მაგრამ კარგი რაღაც ჩანს, ”Family guy”-ს მსგავსი მინიანიმაციური შოუებია, მგონი იგივე ადამიანია, ვინც ზემოთხსენებულ ფემილი გაის აწარმოებს.
  • დანარჩენები (ლიშტოტა და სხვები) – არააქტიური მწარმოებლები, რომლებიც ძირითადად პირადი სახის და ”ნახეთ ეს ბიჭი რა მაგრად წაიქცა” ტიპის ვიდეოებს დებენ, თუმცა თავისი დაბალი სიხშირის გამო ხელს არ მიშლიან და არ ვშლი გამოწერებიდან.

ესეც ასე. კარგი იქნება, თუკი თქვენც დააშეარებთ საკუთარ გამოწერებს, იქნებ რამე კარგი იპოვოს ვინმემ.

Advertisements

Box.net დავაყენე


რა დაყენება კი ამას უნდოდა, მაგრამ უბრალოდ იუზინგი დავიწყე, როგორც მასონი ამერიკელები იტყოდნენ. ჰოდა რა არის ახლა ბოქს.ნეტი, შერინგის სისტემაა რა, ფაილების და ჩახუტების და რაც მთავარია, ფაილები არ იშლება (როგორც ჯერჯერობით მივხვდი) და ინახება. ეს კი კაია, სადღაც ერთი გიგაბაიტი სპეისი მაქვს და შემიძლია რაღაცეები გაჩვენოთ ხოლმე.

დასაწყისისთვის იმორტალ დრანკარდსის რამდენიმე სიმღერა ავქაჩე, ვისაც აინტერესებს, შეუძლია ჩასკროლოს მთავარი გვერდი (ბლოგის) ქვემოთ და ვიდჯეტების ბოლოში არის ბოქს.ნეტის ვიდჯეტი, სამადელკა ოღონდაც, რაც მოყვა ფლეშ ვერსია, არ დამევასა, საშინელი დიზაინი და ჯანდაბა იყო… ჰოდა მანდ შეგიძლიათ ნახოთ გადმოსაქაჩად განკუთვნილი ფაილები, მოქაჩოთ და დატკბეთ :)

აბა თქვენ იცით…