გამარჯობა სამყაროვ


მოგესალმები უმადურო და სიბინძურით აღსავსე სამყაროვ. კი არ ხარ ღირსი, რომ პოსტი მოგიძღვნა, მაგრამ სხვა რა გზა მაქვს, ღმერთებმა დამავალეს, რომ ასე უნდა მოვიქცე. მე მინდა ჩემი ინტერნეტ პროვაიდერის შესახებ მოგიყვეთ, რომელზეც მანამდეც ბევრჯერ მითქვამს ტკბილი სიტყვები, მაგრამ გპირდებით, რომ შემდეგ პოსტებში მასზე აღარ ვილაპარაკებ.

იყო დრო, როდესაც მე კავკასუსის დიესელის ასე თუ ისე ბედნიერი მომხმარებელი ვიყავი, მიუხედავად ხშირი დისკონექტებისა, მაღალი პინგებისა თუ სხვა ბედნიერებებისა, რასაც ასე თუ ისე მივეჩვიე. მთავარი ხომ ის იყო, რომ ინტერნეტი თითქმის ყოველთვის მქონდა. შემდეგ ეგ ყველაფერი დაიფუშა, კავკასუსის და ტელეკომის ცნობილი თაქის შედეგად და მეც ერთთვიან ოფლაინ რეჟიმში აღმოვჩნდი, რომელ დროსაც ერთი თემატური არტიც მივუძღვენით, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე.

და აი გამოჩნდა სინათლე გვირაბის ბოლოს, ოფლაინი დამთავრდა და ჩემთან ჯელინკი შემოვიდა. ეს იყო დაახლოებით თვენახევრის წინ. ის დღე იყო და ის დღე, ვიფიქრე დავისვენე როგორც იქნა და აღარ მომიწევს გინებით აკლება კავკასუსის ოფისისათქო, მაგრამ თურმე სადა ბანაობ. ჯერ იყო და ნელ-ნელა დაიწყეს შემოპარება და ერთ დღესაც, როდესაც კომპი ჩავრთე, ინტერნეტის მაგივრად ყვითელი სამკუთხედი დამხვდა საათის გვერდზე. დაახლოებით ორი-სამი კვირის განმავლობაში დღეგამოშვებით მოდიოდა ხელოსნების კამანდა, გათიშავდნენ სადარბაზოს როუტერს, მიაერთებდნენ ახალ მეზობელს და როუტერის ჩართვა, რაღა თქმა უნდა, ორიოდე დღის განმავლობაში არც ახსენდებოდათ. მოკლედ, დავიტანჯე, გავწამდი, ამდენი რეკვით კავკასუსის ქოლცენტრის გოგოები ხმაზე მცნობენ და ორი უკვე ცოლობას მთხოვს საერთოდ. საქმეა ეს? ამაში უნდა ვიხდიდე ჩემს ოფლით და სისხლით ნაშოვნ ფულს?

ასე და ამგვარად დადგინდა, რომ კავკასუსი შეგნებულად აკეთებს ამას, ზრუნავს რა ჩემზე, რათა არ გავხდე ინტერნეტდამოკიდებული. მეც მადლობის მეტი რა მეთქმის? ან მეტი რომც ვთქვა, რა აზრი აქვს?

მორალი: ნუ ენდობით პროვაიდერებს, შექმენით თქვენი საკუთარი.

პ.ს. შემდეგ პოსტებში წარმოგიდგენთ პატარა ადოლფს, ჩემს უინტერნეტობის დროს შექმნილ შედევრს.

ნაგავი თბილისის ქუჩებში


როგორც მოგეხსენებათ, აგერ უკვე მერამდენე დღეა თბილისის ქუჩებში ნაგვის რაოდენობამ მკვეთრად იმატა, განსაკუთრებით კი მისი კონცენტრაცია შეიმჩნევა რუსთაველზე და მის მიმდებარე ტერიტორიებზე. ლაპარაკია არა იმ ნაგავზე, ტრიბუნიდან რომ მოუწოდებენ თავიანთ მომხრეებს რაღაც-რაღაცეებს, არამედ ნამდვილ, ჭეშმარიტ და ქართულ ნაგავზე.

ალბათ ჩნდება კითხვა – სად არის დასუფთავების სამსახური? ამ კითხვაზე პასუხი ყველამ იცის, თუმცა ზოგიერთი თავს იკატუნებს, თითქოს და არ ახსოვს ის გაწევ-გამოწევა, რაც ტრიბუნიანმა ნაგვებმა მოუწყვეს მათ გასატანად მისულ მენაგვეებს და შესაბამისად ნამდვილი ნაგვის გატანაც თავის თავზე აიღეს.

როგორ გაართვეს ამას თავი, ქვემოთ მოცემულ სურათებზე შეგიძლიათ იხილოთ. ამათმა უნდა დაალაგონ ქვეყანა?

პ.ს. სურათებზე ქოფირაითი მე არ მეკუთვნის.

tiflis-nagav-04 

Continue reading “ნაგავი თბილისის ქუჩებში”

ბლოგერთა სხოდკები მაკდონალდსში


როდესაც 1937 წელს დიკ და მაკ მაკდონალდები ელისონ მაკრეისთან ერთად ჰოთდოგების რესტორანს ხსნიდნენ კალიფორნიის ერთ-ერთ მიყრუებულ ქალაქში, სულაც არ ჰქონდათ ჩაფიქრებული მსოფლიო ბატონობა და მათი ზავიძენიაც არაფრით განსხვავდებოდა სხვა მსგავსი ზაბეგალოვკებისგან, რომლებითაც სავსეა ამერიკის ტრასები. დაახლოებით 11 წელი დაჭირდათ მათ იმისთვის, რომ დარწმუნებულიყვნენ ადამიანების სიზარმაცეში და ეს ყველაფერი თავიანთ სასარგებლოდ გამოეყენებინათ, ამოეყარათ მენიუდან ყველანაირი ”ზედმეტი” ერთეულები და მხოლოდ ჰამბურგერებზე, მილკშეიკებსა და კარტოფილ ფრიზე ორიენტირებულიყვნენ. გავიდა კიდევ რამდენიმე ათეული წელი და დადგა საშინელი ხანა კაცობრიობის ისტორიაში – მსოფლიოს თანდათან მოედო მაკდონალდიზაცია, სულ რაღაც 1968 წელს გაიხსნა მაკდონალდსის მეათასე და 1978 წელს მე-5000 რესტორანი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

თითქოს ამაში შემაშფოთებელი არაა, მსოფლიო პროგრესირებს და ბიზნესის კანონების მიხედვით საუკეთესო აღწევს ყველაფერს, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ იმას, რაც იყიდება მაკდონალდსის რესტორნებში, რომლებიც თვით უბადრუკ თბილისშიც კი სამი ცალია უკვე,  საჭმელი არ ქვია. თვით მაკდონალდსის თანამშრომლები აღიარებენ, რომ ეს ”საჭმელი”, რომელიც მზა სახით მოდის მათთან და მხოლოდ ორიოდე წუთის გაცხელება ჭირდება საბოლოო სახემდე მისაყვანად, ზუსტად ოცი წუთის მერე საჭმელად არ ვარგა. მართალია ისეც არ ვარგა, მაგრამ თუკი უახლოესი ნახევარი საათის მერე შეჭამთ იქაურ შედევრებს, როგორც მინიმუმ დიარეა გარანტირებული გაქვთ. უგემურობაზე რომ არაფერი ვთქვათ, სულ მარტივად – აიღეთ ჩვეულებრივი ჰამბურგერი და მისი შიგნითა ნაწილი გასინჯეთ საწებლის და ყველაფრის გარეშე. ნუ შეგეშინდებათ ოღონდაც, გემოს შეგრძნება არ დაგიკარგავთ, მას ის უბრალოდ არ აქვს.

ამის პარალელურად მინდა მოგახსენოთ მეორე ფაქტი, რომელიც ალბათ თქვენც კარგად მოგეხსენებათ – საქართველოში არის ბევრი ისეთი ეროვნული თუ არაეროვნული საჭმელი, რომელიც გემრიელიცაა და უსაფრთხოც, ფასზე რომ არაფერი ვთქვათ.

მაშ მოდით, ეს ყველა ფაქტი ერთად დავაჯამოთ და ერთად ვუპასუხოთ კითხვას – რატომ იკრიბებიან ქართველი ბლოგერები მაინცდამაინც მაკდონალდსში? შეთქმულებას ხომ არ აქვს ადგილი?

2008 Fucking Years…


2007, 31 დეკემბერი

16:15 – ტფუი ბლიად, რა სიცივეა საბნის გარეთ – მითხრა ფეხის თითმა, რომელიც გარემომცველი ატმოსფეროს ანალიზისთვის დიდი სიფრთხილით გავყავი საბნის გარეთ. ოთახში მართლაც ციოდა იმიტომ, რომ აივანზე ”ორი წუთით” გასულ მამაჩემს უკვე კაი ნახევარი საათია ოჯახური სითბო გასანიავებლად ქონდა გატანილი საერო სამსჯავროზე.
-დაკეტეთ ბლიად კარი – საბნის ქვეშიდან ამოვიყვირე მე და საბნის მარჯვენა მხარე ამოვიკეცე… მიბერავდა…

17:37 – ამმ… ჩაი ცივია ხო.. 20 წუთში იქ უნდა ვიყო უკვე, რა არის რა ბლიად – უკმაყოფილო სახით მოვხვრიპე პოლარულ ტემპერატურას მიახლოვებული ჩაი, კურტკაში შევძვერი და სახლიდან გამოვძვერი. 20 წუთში სამსახურში უნდა ვიყო და მერე, სავარაუდოდ, დილამდე ათას მთვრალ ყლეს უნდა დავუსხა ”კიდევ თითო”, რომ ღმერთთან სიახლოვე ერთხელაც შეიგრძნონ. ბლიად… რა გავა ამ ყინვაში გარეთ…

20:47 – უკვე აქ ვარ. ”ბარი ტრეფიკი მოგესალმებათ” – მიღიმის წარწერა. რა კარგია მამენტ, ჯერ კაციშვილი არაა, ეს არაყი შეგვიძლია ჩვენვე დავლიოთ მშვიდად და წყნარად. სანამ აქ პირველი მერცხლები მოვლენ და დენთისსუნად აყროლებულ საახალწლოდ დაუთოვებულ ტანსაცმელს შესანახად საწყობში გამატანენ, ასეთს სამს ჩავცლით ჩვენ. ასე რომ მოდი, ამ პატარა ჭიქით (პატარაში მართლა პატარა ჭიქა იგულისხმება, არანაირი 100, 200 და მეტი გრამი) და დიდი გულით, ჩვენს ჩახუტებას… მოკლედ, სტანდარტები, ოღონდ დიდი რაოდენობით, განუზომლად, საღამოს 6-დან 12 საათამდე, მგონი ახალი წლის სანახავად თავისუფლებაზე გახედვასაც მოვასწრებთ… აჰა, რუსთავი ორის კამერა… ”5 იანვარს მოდით და მომეცით მე, მე თქვენ გპირდებით მთელი წლის განმავლობაში ყოველდღე…” მერე აღარ მახსოვს რა ყლეობები ვილაპარაკე, მაგრამ ერთი ფაქტია, რომ ”Их было не мало…”

02:36 – ”ყვავა, ერთიც გაამეორე რა…”
”…კიდევ ორი ვოდკა რედ ბულით…”
”…სამი ჯეკი…”

აქ უკრავს დიჯეი და რატომღაც ყველას გონია, რომ მე ძალიან ბედნიერი სახით ვტრიალებ და ვუსხამ მათ ათასგვარ სისულელეს, ათას ყლეობას ვაჯანჯღარებ შეიკერში და ამდენი ერთმანეთში არეული ყლეობის სუნისგან ერთი სული მაქვს სადმე, უახლოეს კუთხეში ერთი კაი გულიანად ვარწყიო, მოვიშორო ყველაფერი, რაც გულზე მაწევს და იდეაში ის მიხატული ღიმილიც, რომელიც აგერ უკვე ორიოდე საათია ვითომ ახალი წლით გახარებულს მახატია სახეზე იდიოტივით (ან შეიძლება უკვე აღარც მახატია, იმდენად დაღლილი ვარ), ნარწყევს გადავაყოლო… ბრრ, რამ შეკრიბა ამდენი სირი ერთად…

08:12 – პრემიის და ბონუსების გარეშე დარჩენილი ვზივარ ტაქსში სხეულით, გულით იმ სირს ვაგინებ, ვინც ახალ წელს მუშაობაზე დამიყოლია, სხეულით რწყევის შემორჩენილ გრძნობას ვებრძვი და სულით კი უკვე მესამე სიზმარს ვნახულობ ჩემს გაღუღუნებულ ლოგინში, გაფუმფულებულ ბალიშში მაქვს თავი ჩაფლული და მძინავს. რა კარგია თურმე ძილი.

სახლში მეკვლე ვარ… მაგრამ მძლავრად მახატია ეს ფაქტი, ისედაც მძიმე და ამჯერად მთელი ღამის დაგროვილი ტყვიით გატენილ ბატინკებს ”In random order” ვისვრი სადამდეც ფეხი მიმიწვდება, კურტკასაც სადღაც ნახევარ გზაში ვტოვებ და ნახევრად შარვალჩახდილი, იმის მაგივრად რომ დავიძინო, ამ ყლეობა აპარატთან ვზივარ და ახალი წლის ტკბილი მოგონებების სტატიას ვწერ. მოსაკლავი არ ვარ ამის მერე?

Happy fucking Year!!!