ძუძუ არ ფრინავს – Remixed


მიმზიდველი სათაურის მერე, რომელმაც წესით თქვენი ყურადღება უნდა მიიპყროს (ყოველ შემთხვევაში მარკეტოლოგები ასე ამბობენ), თქვენ დიდი ალბათობით ელოდებით აბსოლუტურად არამიმზიდველ პოსტს, რომელიც 99%-იანი ალბათობით სათაურთან კავშირში არაა. თქვენ ასე ქართულმა ბლოგპოსტებმა მიგაჩვიეს.

თუმცა ამჯერად ეს ასე არ არის. სათაური ზუსტად პასუხობს პოსტის შინაარსს. მეტიც, ის ემთხვევა იმას, რისი წარმოდგენაც მე თქვენთვის მინდა.

ეს არის მუსიკა, რაღა თქმა უნდა ჩემი გაკეთებული. ”ძუძუ არ ფრინავს” – ეს არის სიმღერა, რომელიც 2006 წელს ჩავწერეთ მე, შომ და ლავმენამ. ის კი, რაც ახლა მინდა გაჩვენოთ, არის მისი რემიქსი.

სტილი – ელექტრო, ტექნო
ავტორი – BigCrow
სახელი – ძუძუ არ ფრინავს, Remix
ხანგრძ. – 8:00
rel. – 2007

მოსასმენი:

სიმღერის ფრი დაუნლოადისთვის შეგიძლიათ ლინკზე გადახვიდეთ. მანდვე შეგიძლიათ დატოვოთ თქვენი აღფრთოვანებული კომენტარები. აი ამ ლინკზე: http://soundcloud.com/bigcrow/boobs-dont-fly

Advertisements

პროფესია


პროფესია – ეს არის აზიმოვის მოთხრობის სათაური, რომელმაც ჩემზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ დღემდე დაყლევებული დავდივარ (წუხელის წავიკითხე). ასევე მაყლევებს უმუშევრობა, უფრო სწორად კი ფიქტიური სამუშაო. ამ ყველაფერზე და არამარტო ამათზე არის ჩემი შემდეგი ვიდეოპოსტი, რომელშიც ამავე დროს ვეხები ახალ ვიდეო ბლოგერებს.

დანარჩენი ვიდეოში:

link: http://vimeo.com/3284796

აქვე ”მაყურებელთა თხოვნით” ვაგდებ იმ ზემოთხსენებული ბლოგების მისამართებს: თიკო და შო (როტენი). მართალია შოს ძალიან დაჭყანული მისამართი აქვს და არ არის გამორიცხული გამოცვალოს მალე, მაინც ვდებ, თავისი სადარდებელია ეგ :)

პლუს ზარმაცი და უწიგნური მკითხველებისთვის (წიგნი რომ არ აქვთ და ნეტში მოძებნაც ეზარებათ ანუ) ვდებ ამ მოთხრობის ლინკს, მართალია რუსულადაა, მაგრამ რას იზამ, ინგლისური ბიბლიოთეკა მე არ ვიცი და ქართულად მგონი საერთოდ არ არის ნათარგმნი. ასე რომ წაიკითხეთ და დატკბით – აიზეკ აზიმოვი – ”პროფესია”. შედეგები და შთაბეჭდილებები შეგიძლიათ მოპოსტოთ აქვე :)

დარდიმანდი-კლიპის პრეზენტაცია


ჯგუფი ”დარდიმანდი” შემადგენლობით ყვავა და შო წარმოგიდგენთ სიმღერას ”ლოთიანი” და ოფიციალურ კლიპს მასზე. სიმღერა არის დარდიმანდული ხასიათის და რეკომენდებულია განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ასე ენატრება ძველი დრო და რესტორნის დვიჟენია. ასევე კარგი იქნება, თუ მოუსმენენ ახალი თაობის წარმომადგენლებიც, რათა იგრძნონ ის სული, რაც ჩვენს მამებს ამოძრავებდა მაშინ…

კლიპი მოპოვებულია ქართული კინოფილმის ვიდეოარქივში, მისი ჩასმა თავის დროზე დაგეგმილი იყო ფილმში ”საბუდარელი ჭაბუკი”, მაგრამ როგორც ჩანს საბჭოთა ცენზურამ დაბლოკა და იმის შემდეგ წლების განმავლობაში იდო არქივის თაროებზე და მტვერი ედებოდა, სანამ შემთხვევით არ აღმოაჩინა ერთმა კეთილმა ქალბატონმა, რომელიც ამავე დროს არის ბიძაჩემის მეზობელი და იცის რა, რომ გატაცებული ვარ ასეთი სტილის შემოქმედებით, გამოატანა ჩემთან. რაღა თქმა უნდა, რომ კინოფირიდან ციფრულ ფორმატში გადატანა არ იყო ადვილი საქმე, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით და მინდა წარმოგიდგინოთ.

სიმღერაზე და კლიპზე ყველა საავტორო უფლება დაცულია და ეკუთვნის შოს, ყვავას, Crow Records -ს და Crow Pictures -ს. ახლა კიდე ვიდეო:

link: http://vimeo.com/3253483

Update: ვიდეო უკვე YouTube-ზე:

link: http://www.youtube.com/watch?v=u6JLVpL3A24