In Sci-fi we trust


Science Fiction – სამეცნიერო ფანტასტიკა, ფანტასტიკის ერთ-ერთი ჟანრი. ეს არის ჟანრი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და გულს მფხანს. აზიმოვის წიგნები, ჰალფ-ლაიფის თამაში, უამრავი კინო, ჩამოთვლა ბევრის შეიძლება. მაგრამ ახლა ამ ჟანრის ქებას არ ვაპირებ. პატარა გადაწყვეტილება უნდა გავახმოვანო.

ალბათ ნანახი გაქვთ ჩემი პირველი Sci-fi ლიტერატურული მცდელობა, დაწერილი არტ იდეასთვის, რომელიც ეგრეც არ დამიმთავრებია, დუხი არ მეყო (Dream city -epizode 1). თუმცა მთელი ამ დროის განმავლობაში უამრავი პატარ-პატარა იდეა მიტრიალებს, რომლებსაც როგორც იქნა მოვუყარე თავი და გადავწყვიტე რამე დიდი შევქმნა. ეს ამბავი მროველსაც შევთავაზე, ერთობლივი მუშაობის ამბავში, ისიც დამთანხმდა (ტოჟე მნე ბრაწია სტრუგაცკი).

რა გამოგვივა ერთად მუშაობით ჯერ არ ვიცი, მაგრამ მარტო წერას ჯობია, სხვა თუ არაფერი ორი ტვინი ერთზე უკეთესია და თანაც სიზარმაცის დაძლევის ამბავშიც უფრო მარტივია… გვისურვეთ წარმატებები. სტილი არ ვიცი ჯერ, მაგრამ სავარაუდოდ რაღაც სპეისზეც იქნება.

Earth from Sky

Update:

სამუშაო პროცესი დავიწყეთ უკვე. როგორც ჭეშმარიტმა ხარდკორისტებმა კლავიატურები გვერდზე გადავდეთ და პასტა-ფურცელს მივაწექით. გთავაზობთ მუშაობის ამსახველ ფოტოს. სამომავლოდ რაღაც ნაწყვეტებსაც დავყრი, ალბათ…

სამუშაო პროცესი

3 GB სპეისი


ვაშა ამხანაგებო.

მოგეხსენებათ, რომ წორდპრესზე ფაილების ასატვირთი ადგილი ფრიად შეზღუდული იყო, სულ რაღაც 50 MB, რაც რათქმაუნდა არაფერს არ ეყოფოდა. ამიტომაც მიწევდა (გვიწევდა) სურათების სხვადასხვა ჰოსტებზე დაწყობა და პოსტებშჳ ისე გამოყენება.

ამ ორიოდე დღის წინ კი შევამჩნიე პატარა ნიუსი, პანელის მარჯვენა მხარეს, რომელიც ამაყად და დიდი ზარზეიმით გვაუწყებდა, რომ ადგილი გაიზარდა 3 გეგამდე და თან დაგინებაც მოყვებოდა – ასე იქნება ეს სულო. ხოდა თუ იქნება და რა ჯობია მაშინ ამას :-)

აი იმასაც თუ გაასწორებენ, რომ პოსტის წერის გვერდმა ოპერაშიც გამართულად იმუშავოს და არ ატრაკოს ყოველ წუთას, ვაბშემც მაგარი იქნება :)

Droopy happy