ბლოგის სტატისტიკა და საფონდო ბირჟა


აგერ უკვე რამდენი ხანია ვტკბები ყვავის ბუდის სტატისტიკით და დღემდე ვერ ამიხსნია ამ ზემოთ-ქვემოთ ფართხალის მიზეზი. სადაც კი მინახავს სხვისი ბლოგების სტატები, ყველა თანაბრად მიდის, ჩემი კი ნავთობის ფასივით ცვალებადია.

ორიოდე წლის წინ მეგონა, რომ ამაში კანონზომიერება დავიჭირე და ამაზე დიდი სამეცნიერო ნაშრომის ხელა პოსტიც მქონდა გამზადებული, თუმცა ის დღემდე დრაფტებში ინახება. არც პოსტის წერის ინტენსივობა და არც სხვა რამ არ ახდენს გავლენას არაფერზე. ერთადერთი მოსაზრება ის მაქვს, რომ ვიზიტორების რაოდენობა იცვლება იმის მიხედვით, როდის რას ეძებენ მომხმარებლები ინტერნეტში და შესაბამისად რა ტეგს უგდებს ჩემთან. თუმცა ესეც მხოლოდ გამოუცნობი პარალელური სამყაროდან მოტანილი აზრია.

ცოტა უფრო სერიოზულად და დალაგებულად რომ ვთქვათ, ცხადია რომ ახალი პოსტი მოქმედებს ვიზიტორების რაოდენობის ზრდაზე, მაგრამ როდესაც პოსტები მატულობს, მერე უკვე დაგროვილი კონტენტიც ერთვება ალ’ბათ საქმეში. ამაზე მეტყველებს სხვა, ნაკლებკონტენტიანი ბლოგების სტატისტიკის გადახედვა – ქრაუ პიქჩერზი იქნება თუ ღმერთების დღიურები. იქ ყველაფერი მარტივადაა – დაწერ, ავარდება, ცოტა ხანში ისევ მოიკლებს.

მოკლედ, პროფესორებო, სპეციალისტებო, მენეჯერებო, გურუებო, ინტერნეტ ელჩებო და მათთან გათანაბრებულო პირებო – გისმენთ, გადმოალაგეთ თქვენი ზეკომპეტენტური აზრები. Наглядной маретиал-ი იხილეთ ქვემოთ.

რას ეძებს ხალხი


მოგეხსენებათ, ან შეიძლება არც, რომ ვორდპრესს აქვს ფუნქცია, რომელიც გიჩვენებს რისი ძებნისას მოხვდა შენთან სტუმარი. ზოგი სერჩ ტერმი ისეთი უცნაურია, რომ პირდაღებული ვუყურებ ხოლმე და მიკვირს, ჯერ ერთი რატომ უნდა მოძებნო ასეთი რამე ინტერნეტში და მერე მეორე, როგორ უნდა მოხვდე ამ ყველაფრის შედეგად ჩემთან…

გამომდინარე იქედან, რომ ამ ყველაფრის ჩამოთვლა თან მეზარება და თან აზრიც არ აქვს, გთავაზობთ სკრინშოტს, სადაც ნაჩვენებია მთელი დროის განმავლობაში ჩემზე მოსერჩილი სიტყვები თუ ფრაზები.

დატკბით :)

42.000 +


იყო დრო, როდესაც ამ ბლოგში ერთადერთი ვიზიტორი მე ვიყავი რასაც ემატებოდა რამდენიმე მეგობრული ჰიტი ხოლმე… ეს იყო ადრე… გავიდა დრო, წამოვიდა ვიზიტორები, 20.000 ვიზიტორი საზეიმოდ ავღნიშნე კიდეც – აგერ:  20.000 . ახლა დადგა დრო ახალი სტატისტიკა გამოვფინო სახალხოდ და საჯაროდ. აგერ, ინებეთ… ეს თქვენ ხართ…

Blog Stats 42.000