წინასაჰელოვინოდ


ბევრი ვიფიქრე ამ ვიდეო პოსტს რა აღწერა უნდა ქონოდა წინ, მაგრამ ფიქრებს მუსიკა და ოპერაში გახსნილი 20 ტაბი მიფანტავს, ამიტომ უბრალოდ გადმოვაკოპირებ ვიდეოს აღწერას:

დიდი ხნის პაუზის შემდეგ ახალი ვიდეო პოსტი, ჰელოვინზე, სამუშაოზე, ნი2-ზე და სამომავლო პერსპექტივებზე.

აქვე გაიგებთ მოკლე და შემაჯამებელ რეპორტს წარსულ და მომავალ საგმირო-შემოქმედებით საქმეებზე, წარუმატებლობასა და წარმატებაზე.

პ.ს. bigcrow.ge -ს პრეზენტაციასაც აქვე ვახდენ, მამენტ :)

ასე ბატონო. ახლა კი ზემოთხსენებული ვიდეოპოსტი:

Direct link: http://vimeo.com/7313708

Crow Pictures – Blog


როდესაც კოლუმბია პიქჩერზი დაარსდა, მაშინ არ არსებობდა ინტერნეტი და შესაბამისად არ იყო საშუალება ბლოგის წარმოებისა. გავიდა დრო და ახლა ჩვენ გვაქვს მრავალი ლამაზი და მოსახერხებელი ინსტრუმენტი, რათა შევქმნათ ონლაინ ბლოგები, თანაც არაერთი, არამედ… არამედ ბევრი, იმდენი რამდენიც გულს გაეხარდება.

ასეა თუ ისეა, მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ახალი ბლოგი, რიგით მეათე ჩემს მიერ წარმოებული ბლოგების სიაში (მაინც წამომცდა  ). ეს არის სამოყვარულო სტუდიის ”Crow Pictures” -ის ონლაინ დღიური. არაფერი ისეთი, განსაკუთრებული, ჯასთ ენაზერ ვორდპრეს ბლოგ, როგორც იტყოდა თავად ვორდპრესი, ქართულად კი უბრალოდ ნიუსები იქნება, ახალი ფილმები, ან უბრალოდ გაერთობა კაცი რა. და რაოდენ გასაოცარია, რომ მისი მისამართი ასე ემთხვევა მისსავე სახელს, პირდაპირ გაოცებას ვარ მიცემული. და ეს მისამართია CrowPictures.Wordpress.com .

ძალიან კარგი, გადასარევი, პრეზენტაცია შედგა, ველქამ თუ აურ ბლოგ, ასე ვთქვათ, შემოიარეთ ხოლმე და დატკბით, ან თუ შემოვლა დაგეზარებათ, უბრალოდ გამოიწერეთ ბლოგი და ნიუსები ავტომატურად მოგივათ RSS  რიდერზე. გამოსაწერი ლინკი აგერაა: http://crowpictures.wordpress.com/feed უბრალოდ დააჭირეთ და ეგაა.

მოკლედ, გელით რა )