Work Sux!!!


WorkSuxმოკლ’ედ ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ არ არსებობს კარგი სამსახური და ყველა უფროსი ერთნაირია, ყველამ იცის. მაგრამ ეს ყველაფერი განსაკუთრებული სიმძაფრით თავს იჩენს ვიკენდების შემდეგ და მეც ზუსტად ამ შაფათ-კვირის მერე ვიგრძენი რა უბედურება და ერთფეროვნებაა სამუშაო.

დილით მოდიხარ, თუ გაგიმართლა სამსახურში 10 საათზე, თუ ცუდი სამუშაო შეგხვდა – 8-ზე, ხედავ იმ ხალხს, რომლებიც გუშინ უკვე ნახე და ხვალაც უნდა ნახო და ზეგაც უნდა ნახო და სულ მაგათ უნდა ხედავდე, ისინი გესალმებიან ზუსტად ისე, როგორც წინა დღით მოგესალმნენ და როგორც შემდეგი დღეების განმავლობაში მოგესალმებიან, თუ გაგიმართლა და კარგ ხასიათზეა ვინმე, სტანდარტული ხუმრობის პაკეტს მიიღებ…

…და ასე ყოველდღე, შეუცვლელად და პერერივის გარეშე… ბლიად, აღარ შემიძლიაააა!!!