მინდა წარმოგიდგინოთ ქრაუ პიქჩერზის ახალი თრეშ ფილმი – ”სამოცდამეცხრე ელემენტი” (The 69th Element).
ფილმი გადაღებულია ამ ზემოთხსენებული სტუდიის მიერ და თქვენ გეძლევათ საშუალება პირველებმა იხილოთ იგი :)
ფილმში მონაწილეობენ:
- მროველი – მსახიობი, თამაშობს ბიჭის როლს, ასევე სცენარისტის და მემონტაჟის მორალური ასისტენტი.
- ვიზარდი – მსახიობი, თამაშობს გოგოს როლს, ”ოქროს ალუბლის ტოტის” პრიზიორი.
- აპოკალიფსი – მსახიობი, თამაშობს უცნაური ტიპის როლს, ”ოქროს ხითხითის” და ”ოქროს აქ-ვარ”-ის პრიზების მფლობელი.
- ყვავა – ოპერატორი და რეჟისორი, შეთავსებით მემონტაჟე და მასაჟისტი.
მუღამი და სიმწვავე რომ არ დაიკარგოს, დანარჩენი შეგიძლიათ ადგილზევე წაიკითხოთ, ოფიციალური რელიზის სახით, ეს მხოლოდ რეკლამაა. მაშ ასე, განეწყვეთ ფილმოგრაფიულად და დააჭირეთ ლინკს:
Crow Pictures – The 69th Element (movie)
იქვე შეგიძლიათ ამავე სტუდიის სხვა, უფრო ძველი ფილმების და რაღაცეების ხილვაც :)