აფხაზეთი 2010


ამ სამიოდე წლის წინ სადღაც მივაგენი მიტოვებული აფხაზეთის სურათებს, 2004 წელს გადაღებულებს. ამის შესახებ პოსტიც არის აქ – მიტოვებული აფხაზეთი. თავად საიტი, სადაც ესენი ვიპოვე იმდენად მომეწონა, რომ პერიოდულად შევდივარ და ვათვალიერებ ხოლმე. და აი ისიც – ვიღაც რუსი ტურისტის გადაღებული ახალი ფოტოები, 2010 წლის აპრილში. ფოტოები თავად ისეთი არაფერია, სოხუმია ძირითადად და ოჩამჩირე, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, ნახავთ როგორი შესანიშნავი, ანტიქართული განწყობა სუფევს მანდ (ანუ საიტზეც და აფხაზეთშიც). საიტის ანტიქართულობა ჯანდაბას – არ შეხვალ, მაგრამ ამას რა ვუყოთ, რომელიც თურმე დიდის ამბით წამოუჭიმიათ სოხუმში?

დანარჩენი სურათების სანახავად შეგიძლიათ შეხვიდეთ ლინკზე – http://englishrussia.com/index.php/2010/06/02/welcome-to-abkhazia/

სანამ შეხვიდოდეთ, კიდევ ერთი ფოტო განწყობისთვის:

Advertisements

08.08.08


გახსოვთ ალბათ, რომ ვამბობდი ამას წინათ, ან თუ არ გახსოვთ გაგახსენებთ – ამ რამდენიმე ხნის წინ შემხვდა ჩემი თანამებრძოლი (შეიძლება ასეც ითქვას) რომელმაც მომცა შარშანდელი 8 აგვისტოს სურათები. ძალიან გამეხარდა, რადგან მაგ დროის არც ერთი სურათი არ მაქვს. მართალია მე არცერთში არ ვარ, მაგრამ მაინც მინდა გაჩვენოთ, მცირედი კომენტარებით:

ვაზიანის ბაზა, 7 აგვისტო
ვაზიანის ბაზა, 7 აგვისტო

განაგრძეთ კითხვა: Continue reading “08.08.08”

Rewind back


warდღეს 7 აგვისტოა 2009 წლის, თითქოსდა არაფრით გამორჩეული დღე გუშინდელი და პოტენციურად ხვალინდელი დღეებისგან, მაგრამ მოდი მაინც გადავახვიოთ დროის ნაკადი ერთი წლით უკან და ვნახოთ რა ხდებოდა ამ დღეს.

პირველ რიგში ხდებოდა ის, რაც ბოლო 26 წლის განმავლობაში, გოშას [R.I.P.] დაბადების დღე იყო, შესაბამისად დღესაც არის, ალბათ საფლავზეც ადიან ბიჭები, მე კიდევ სამსახურში ვზივარ და ვიღაც ქალის კივილს ვუსმენ. შარშან ამ დროს თაღლაურაში ვისხედით, ზემოთხსენებულ დაბადების დღეზე და ცალყბად ვხუმრობდით იმაზე, რა იქნებოდა ომი რომ დაწყებულიყო. რა ვიცოდით, ენა თუ ასე გვიყივლებდა, ფაქტიურად მეორე დღესვე.

ვინაიდან და რადგან ხვალ და ზეგ თბილისში არ ვიქნები (იმედია უფრო დიდი ხნით არ გავიჭედები განმუხურში), ამიტომ ახლავე დავწერ შარშანდელი მოვლენების მოკლე ისტორიულ მიმოხილვას.

მაგრამ მანამდე ერთ პატარა და საკმაოდ სასიამოვნო ფაქტს შევეხები, რომელიც დღეს გახდა ინტერნეტის ჭიებისთვის ცნობილი და ალბათ დაახლოებით ერთი კვირა დაჭირდება, სანამ ტელე– და რადიოსაინფორმაციოები აზრზე მოვლენ და გააშუქებენ. საქმე იმაშია, რომ ზოგისთვის შეიძლება შეუმჩნევლად, მაგრამ გუშინ ინტერნეტის ისეთი გიგანტები, როგორიცაა გუგლი, ტვიტერი, ლაივჟურნალი და Youtube გახდა რუსი ხაკერების შეტევის მსხვერპლი და თან საკმაოდ წარმატებულადაც, ტვიტერი  რამოდენიმე საათით გათიშულიც იყო. თითქოს და ამაში გასაოცარი და სასიამოვნო მით უმეტეს არაფერია, მაგრამ ყველაზე მთავარი ამაში არის მიზეზი, მიზეზი კი ცოტა არ იყოს საამაყოც კი არის – ყველაფერი მოხდა იმისთვის, რომ დაებლოკათ ერთი მომხმარებლის პროფილები, კერძოდ კი ქართველი ბლოგერის Syxymu-ს, რომელიც აგერ უკვე რამდენი ხანია აქტიურ  ანტირუსულ პროპაგანდას ეწევა და როგორც შეტევის მასშტაბებიდან ჩანს, საკმაოდ წარმატებულადაც.

ახლა კი შარშანდელი ამბები. 7 აგვისტოს ომი უკვე კარგად იყო გახურებული, იმდენად, რომ რეზერვისტების გაწვევა იყო დაწყებული, რაც ოპტიმისტურობის ამბავში სულაც არ გახლდათ დასამშვიდებელი ამბავი. 8 აგვისტოს, დილით მეც წამიყვანეს, ამასხეს იარაღი და სამი დღის განმავლობაში აღმა–დაღმა მატარეს, როგორც გაირკვა მოგვიანებით, სრულიად ტყუილად და უშედეგოდ. ამ ისტორიის წაკითხვა შეგიძლიათ აქ: მე ომში (პირველი ნაწილი). შემდეგი ნაწილებიც მანდვეა (სულ ხუთია). 10 აგვისტოს გვიან ღამით უკვე სახლში გახლდით, შესაბამისად 11 აგვისტოს ქალაქშიც გამოვედი და შემეძლო ჩემი თვალით დავმტკბარიყავი იმ ყლეობით, რაც აქ ხდებოდა. ამის გახსენებაც შესაძლებელია ამ პოსტებში: თეატრი და ურა პატრიოტიზმი.

და რა ხდება წელს? იარაღის ჟღარუნი გრძელდება რუსეთის მხრიდან, აღშფოთება და შეშფოთება – დანარჩენი ევროპიდან, ანუ არც არაფერი იცვლება, ჩვენი საზოგადოება კი, ისევე როგორც შარშან, ჩემოდნებზე ზის და მზადაა პირველივე დაძახებაზე გასწიოს წინ… წითელი ხიდისკენ, ანუ სამშვიდობოს. ამაზე გაბრაზება და აღშფოთება უკვე იმდენი დავღვარე, რომ ახლა აღარ ვაპირებ, შეგიძლიათ ამ შედევრსაც გაეცნოთ: ეროვნული ჩმორიზმი. წინასწარ გაფრთხილებთ, რომ უცენზურობის და გინების მთები დგას მაგ პოსტში.

რაც შემეხება მე წელს, უკვე ყლეზე მკიდია ყველაფერი, თუკი დაიწყება რამე, მე მაინც არ მომეცემა საშუალება არაფრის, რეზერვი გააუქმეს და ისე ჯარში მე არ მიმიღებენ, ამიტომაც 8 აგვისტოს (და ფაქტიურად 9–საც) ვხვდები განმუხურში, სადაც ფართის ვაკეთებთ. რაღაც მომენტში საკმაოდ პროვოკაციული და საშიში ნაბიჯია ეს, აფხაზეთის საზღვართან ღრიანცელის მოწყობა, მაგრამ, როგორც ბაბუაჩემი იტყოდა,  დაეშვან მთაწმინდიდან. ბოლო ლინკი ფართის რეკლამით და სამი დღით დაგემშვიდობებით, იმედია ორი კვირი არ ჩავრჩებით განმუხურში. ლინკი: ფართი განმუხურში.

უახლესი ისტორია


გთავაზობთ მცირედ ვიდეოკოლაჟს, რომელიც გავიდა ამ შაბათის ”კურიერი P.S.”-ში. მასში ასახულია საქართველოს უახლესი ისტორია, კომენტარის გარეშე, მხოლოდ კადრები, სამი რევოლუცია, სამი არეულობა, სამი ვითომდა სხვადასხვანაირი თაობა და ერთი შედეგი. უყურეთ ვიდეოს და თქვენით გაავლეთ პარალელები, იქნებ რამე ვისწავლოთ. გენადი, ფონოგრამა:

Link: http://www.youtube.com/watch?v=JSyRAkoWno0

მოსკოვი თუ ბაქო?


იყო და არა იყო რა, იყო ერთი რუსეთი, ერთიც საქართველო. რუსეთი მუდამ გვემუქრებოდა, რომ შემოვიდოდა საქართველოში და ქვას ქვაზე არ დატოვებდა. და რას შვებოდა საქართველო ამ დროს?

მე ჩავთვალე, რომ ეს საკითხი მართლაც გასარკვევია, რას იზავს რიგითი ქართველი ომის დაწყების შემთხვევაში და მცირედი სოცკვლევაც ჩავატარე. მართალია ერთხელ უკვე ვნახეთ რაც ქნა, მაგრამ მაინც… შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოში (ორივე ვიდეო იდენტურია):

On Vimeo:

Link:  http://vimeo.com/4246499

On YouTube:

link: http://www.youtube.com/watch?v=Bpgv-ECF2Ls

ამავე თემაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ ძველი პოსტები – ეროვნული ჩმორიზმი და მე ომში.

პ.ს. post color.

Putin & Co.


მინდა შემოგთავაზოთ რეზო კაიშაურის, a.k.a. 7th Guest-ის პოლიტკარიკატურა, პუტინი და მარიონეტები. ყველა საავტორო უფლება დაცულია.

და აქვე მეორეც Father Figurine © 2008 Rezo Kaishauri

როგორც გავიგე ეს არის ნაწილი სერიიდან, რომელიც ახლა იქმნება…

Agonia-you are the next(video)


ჯგუფმა აგონიამ აგვისტოს ბოლოს ჩაწერა ახალი სიმღერა, ”You are the next”,  რომელიც უძღვნება, თუ შეიძლება ასე ითქვას, აგვისტოს ომს, რუსეთსა და საქართველოს შორის. ეს არის მესიჯი მსოფლიოსთვის, რომ ისინი რუსეთის სიაში შემდეგები არიან, თუკი დროზე არ მოუხმობენ ჭკუას.

წარმოგიდგენთ ამ სიმღერის ვიდეოვერსიას.

on YouTube

Link to this – http://www.youtube.com/watch?v=4RKnAjqwIiY

on Google Video

Link on this – http://video.google.com/videoplay?docid=6489417791403629918&hl=en

Original Post: http://agoniablog.wordpress.com/2008/09/03/you-are-the-next-new-song/